ჩაბარების ვადა:

5 ივნისი 2014, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T100 - ტენდერი ციფრული ტონომეტრის შესყიდვის თაობაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს "მედალფა" აცხადებს ტენდერს თვალის შიდა წნევის განმსაზღვრელი აპარატის - ციფრული ტონომეტრის შესყიდვის თაობაზე.

ციფრული ტონომეტრის (შემდგომში "საქონელი") რაოდენობა და მახასიათებლები მითითებულია სატენდერო განცხადების დანართ №1-ში;

საქონლის მიწოდების ადგილი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 16.

დაინტერესებულმა კანდიდატმა ტენდერში მონაწილეობის მიზნით უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • საქონლის მახასიათებლები, გამოშვების წელი, ქვეყანა და ა.შ. დანართი #1-ის სახით
  • შესასრულებელი სამუშაოს/მისაწოდებელი საქონლის მთლიანი ღირებულება (ღირებულება მითითებული უნდა იყოს დღგ-ის ჩათვლით), რომელშიც, ასევე, გათვალისწინებულ უნდა იქნას მიწოდების ადგილამდე ტრანსპორტირების ღირებულებაც
  • ღირებულების გადახდის პირობა
  • მიწოდების/შესრულების ვადა (შესრულების მთლიანი ვადა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღეს)
  • საგარანტიო პირობები, ვადა
  • პრეტენდენტის ხელშეკრულების პროექტი


შენიშვნა: საგარანტიო პერიოდის განმავლობაში საქონელი სწორი მოხმარების პირობებში უნდა ინარჩუნებდეს თვისობრივ და ხარისხობრივ მაჩვენებლებს; უხარისხო და დაზიანებების მქონე საქონლის აღმოჩენის შემთხვევაში, მომწოდებელმა ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, წუნის აღმოჩენის ნებისმიერ ეტაპზე, 20 დღის ვადაში უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები ან შეცვალოს ახალი საქონლით.

შენიშვნა: პრეტენდენტი, რომელსაც სამუშაოს ღირებულების გადახდის პირობაში ავანსის სახით სამუშაოთა საერთო ღირებულების 10%-ზე მეტი ან 5000 (ხუთი ათასი) ლარზე მეტი თანხის ჩარიცხვა აქვს გათვალისწინებული, ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე წარმოადგინოს საბანკო გარანტია ბანკიდან/სადაზღვევო კომპანიიდან.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინონ შემდეგ საბუთები:

  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  • საბანკო რეკვიზიტები
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 სამუშაო დღე)
  • ბოლო სამი წლის განმავლობაში, ანალოგიური საქონლის მიწოდების სია და მათგან ორი შემსყიდველი პირების რეკომენდაცია
  • შევსებული აფიდავიტი დანართი №3-ის სახით
  • დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ


იმ შემთხვევაში, თუკი სამუშაოთა შესრულება/საქონლის მიწოდება იგეგმება ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მეშვეობით, პრეტენდენტის მიერ, ასევე, წარმოდგენილ უნდა იქნას ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ მონაცემები, ზემოაღნიშნული საბუთების სახით.

სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასების კრიტერიუმები პრიორიტეტულობის მიხედვით არის შემდეგი:

  • ხარისხი
  • ღირებულება
  • სამუშაოს შესრულების/მიწოდების ვადა
  • ანგარიშსწორების პირობა


შერჩეულ პრეტენდენტ(ებ)ს, სატენდერო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, მეორე ეტაპზე მოეთხოვება(თ) შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის
  • ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება
  • საგადასახადოს სარეგისტრაციო კოდი და გადამხდელის სტატუსი - "დღგ"-ის გადამხდელი ან "შეღავათების მქონე გადამხდელი"
  • ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ
  • დამკვეთის/მყიდველის მოთხოვნით, ასევე, შესაძლებელია პრეტენდენტებს მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა
მონაწილეობის მიღება:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა სატენდერო წინადადება თანდართულ მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან ერთად, ორ ეგზემპლარად (ერთი დედანი, ერთი ასლი) უნდა წარმოადგინონ ერთ დალუქულ კონვერტში. კონვერტზე მიუთითეთ: ტენდერის დასახელება, პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია.

სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

სატენდერო წინადადება თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად დალუქული კონვერტით მიიღება 2014 წლის 22 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე, ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. #16. დოკუმენტაციის მიღება წარმოებს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა).

სატენდერო კომისიის სხდომა გაიმართება 2014 წლის 6 ივნისს, 15:00 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 16. პრეტენდენტთა წარმომადგენლები უნდა გამოცხადდნენ ვაჭრობის ეტაპზე 2014 წლის 9 ივნისს, 15:00 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 16

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს:
გიორგი ლობჟანიძეს
ტელ.: 577 62 88 08

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ