ჩაბარების ვადა:

15 იანვარი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1003 - ტენდერი კონდენციონერული სისტემის მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს “საქართველოს ბანკი” აცხადებს ტენდერს კონდენციონერული სისტემის მომსახურებაზე (თბილისსა და რეგიონებში).

საქონლის და მომსახურების დასახელება:

  • სერვისცენტრების გათბობა გაგრილების სისტემების მომსახურება
  • ბანკის სათაო ოფისში (გაგარინის 29) გათბობა–გაგრილების სისტემების მომსახურება.

სამუშაოების აღწერა:

1. სერვისცენტრების მაშტაბითგათბობა გაგრილების სისტემების მომსახურება მოიცავს შემდეგი სახის სამუშაოებს:

  • კონდიციონერის შიდა ბლოკზე ფილტრების გარეცხვა;
  • კონდიციონერის გარე ბლოკების გაწმენდა, თუ საჭიროება მოითხოვს კერხერით გარეცხვა;
  • დიზელის ქვაბის სანთურის გაწმენდა-დარეგულირება;
  • კედლის ქვაბის ვინტილიატორის გაწმენდა;
  • გათბობის სისტემის დაპრესვა-შევსება;
  • ჩილერის დაცლა-შევსება;
  • VRF კონდიციონერის შიდა ბლოკებზე ფილტრების გარეცხვა;
  • VRF სისტემის გარე ბლოკის გაწმენდა, თუ საჭიროება მოითხოვს კერხერით გარეცხვა;
  • სატრანსპორტო ხარჯები.

2. ბანკის სათაო ოფისში (გაგარინის 29) გათბობა–გაგრილების სისტემების მომსახურება მოიცავს შემდეგი სახის სამუშაოებს:

  • ცენტრალურ სავენტილაციო სისტემა (AHU)-ზე ფილტრების გაწმენდა 64 ცალის დემონტაჟი-მონტაჟი და გარეცხვა მინიმუმ თვეში ორჯერ;
  • სათაოში, ცენტრალურ სავენტილაციო სისტემა (AHU)-ზე ფილტრების დამზადება 64 ცალი, 6 თვეში ერთხელ;
  • წყლის ფილტრების გაწმენდა.

3. გაითვალისწინეთ რომ სს საქართველოს ბანკს სერვისცენტრები და ოფისები აქვს საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით 290 მისამართზე და ამ მისამართებზე განთავსებული გათბობა–გაგრილების აგრეგატების დაახლოებითი რაოდენობებია:

  • 750-სპლიტ კონდიციონერზე;
  • 15-VRF სისტემაზე;
  • 6-ჩილერზე;
  • 6-ცენტრალურ სავენტილიაციო სისტემაზე (AHU);
  • 15-დიზელის ქვაბზე;
  • 40 კედლის გათბობის ქვაბზე.
  • ბანკის ფილიალების და ოფისების რაოდენობა, ასევე აგრეგატების ტიპი და რაოდენობები მომსახურების პერიოდში შეიძლება შეიცვალოს ან ჩანაცვლდეს, აღნიშნული ფაქტი ტენდერში დაფიქსირებულ მომსახურების ფასზე არ აისახება გენერალური ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლამდე (6 თვე).

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს.
  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში:
    1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი
    2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
    3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.)
  • მიმწოდებელმა ვებ-გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება (მათ შორის პროდუქტის ნიმუშების ამსახველი სურათები PDF ან Word ფორმატში).
  • მომწოდებელმა უნდა მოგვაწოდოს 1 თვის ფიქსირებული ფასი პირველ და მეორე პოზიციებისთვის.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: გიორგი ბუქური – 599 565 992

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 4 იანვრიდან- 2016 წლის 15 იანვრის ჩათვლით.
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან სახელშეკრულებო ვადა განისაზღვრება 6 თვის პერიოდით.
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან საქონლის/მომსახურების შესყიდვა იქნება რეგულარული სახელშეკრულებო პერიოდის განმავლობაში.
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ერთეულის ფასი მიუთითოთ ლარებში შესაბამის გრაფებში, პუნქტი #1, პუნქტი #2-ის და სხვა შესაბამისი პუნქტების გასწვრივ;
  • გთხოვთ ფასები მიუთითოთ შესაბამისი პუნქტის გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და ხუთი თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და ოცდათხუთმეტი თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და ორმოცდახუთი თეთრი) და ა.შ;
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მიმწოდებელს შეუძლია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში “შეკითხვები შემსყიდველს”.
  • განთავსებული შემოთავაზებები მიმწოდებლებისთვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 1 (ერთი) დღით ადრე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 15 იანვარი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=494&lang=geo