ჩაბარების ვადა:

18 იანვარი 2016, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T1004 - ტენდერი საოფისე კონტეინერების შესაძენად

ტენდერის აღწერილობა:

სს “კრისტალი” წარმოადგენს ადგილობრივ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელიც ხელს უწყობს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორის განვითარებას საქართველოში მცირე სესხების გაცემის გზით. დღესდღეობით “კრისტალი” წარმოადგენს ერთ-ერთ წარმატებულ და განვითარებულ მიკროსაფინანსო დაწესებულებას, რომელიც ფლობს ფილიალების ფართე ქსელს და რეგულარულად ემსახურება 45000-მდე კლიენტურას საქართველოში.

გაცნობებთ რომ სს მისო „კრისტალი“ აცხადებს ტენდერს და იწვევს დაინტერესებულ კომპანიებს საოფისე კონტეინერების შესაძენად

შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს:

  • „სენდვიჩპანალებისაგან“ დამზადებული 8 ცალი კონტეინერი, რომლის დეტალური მახასიათებლები წარმოდგენილია დანართი #2 და #3-ში.
  • კონტეინერის დატვირთვა-გადმოტვირთვა და ტრანსპორტირება

 მოწოდების ვადები (2016 წელი)

  • თებერვლის დასაწყისი - 1 ცალი
  • მარტი - 2 ცალი (თვის დასაწყისი და შუა რიცხვები)
  • აპრილი - 1 ცალი (თვის ბოლო)
  • მაისი - 2 ცალი (თვის შუარიცხვები და თვის ბოლო)
  • ივნისი - 2 ცალი.

ანგარიშსწორების პირობა

ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, შეთანხმებული ავანსების სახით.

პრეტედენტის შეფასება და შერჩევა

სატენდერო კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებულმა კომპანიებმა წინადადებები უნდა წარადგინონ შემდეგ მისამართზე - ქ.ქუთაისი, ნიკეას #22 (მიმღები პირი ემილია ფიოდოროვა)

სატენდერო წინადადების ფასი საჭიროა მოიცავდეს:

  • კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.
  • ტრანსპოტირების ხარჯს 1 კილომეტრზე
  • დატვირთვა გადმოტვირთვის ხარჯს
  • სატრანსპორტო ნებართვებისა და გაცილების ხარჯს

გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ნარდობის ხელშეკრულება, რომელიც ასევე 2017 წელს გამოცხადებულ ანალოგიურ ტენდერში ისარგებლებს უპირატესობით.

ყველა პრეტენდენტ კომპანიას გაეგზავნება შეტყობინება ტენდერის საბოლოო შედეგების შესახებ (მითითებულ ელ.ფოსტაზე)

შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების საფუძველზე:

  • გამოცდილება მსგავსი კონტეინერების მოწყობაში
  • პროდუქციის ხარისხი
  • მიწოდების ვადები
  • საგარანტიო ვადები
  • ფასი

ტენდერის ჩაბარების პირობები:

პრეტედენტმა საჭიროა დალუქული კონვერტით წარმოდაგინოს ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დანართი 1 -ში წარმოდგენილი დოკუმენტების ჩამონათვალი.

შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა ან/და წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება.

სატენდერო წინადადების მიღების (საიტზე ატვირთვის) ბოლო ვადაა: 2016 წლის 18 იანვარი 18:00 საათი

სატენდერო პროცედურების და ვადების  კითხვების/შენიშვნების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

საკონტაქტო პირი:

ქვაჩაკიძე თეიმურაზი
მობ: 577 40 15 85
Email: t.qvachakidze@crystal.ge

შესასყიდი ობიექტის სპეციფიკაციების შესახებ გთხოვთ დაგვიკავშირდით:

საკონტაქტო პირი:

კოკელაძე ონისე
მობ: 593 19 53 19
Email: o.kokeladze@crystal.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ