ჩაბარების ვადა:

20 იანვარი 2016, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T1014 - ტენდერი ყავის მარცვლის შესყიდვასა და ყავის დანადგარის დროებით სარგებლობაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს ფინკა ბანკი საქართველო მიკროსაფინანსო ჰოლდინგის FINCA Microfinance Holdings (FMH) გლობალური ქსელის ნაწილია, ფინკა ბანკს ძლიერი საერთაშორისო ფინანსური პარტნიორები ჰყავს როგორიცაა: FINCA International (USA), საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC, World Bank Group) (USA), KFW Bankengruppe-გერმანიის განვითარების ბანკი, FMO-ნიდერლანდების გაერთიანებული ბანკი, responsAbility Social Investments AG, და Triple Jump.სს ფინკა ბანკი საქართველო, დღეისათვის 41 სერვის ცენტრის საშუალებით საბანკო მომსახურებას უწევს 55 000-ზე მეტ მომხმარებელს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში.

სს „ფინკა ბანკი საქართველო“ აცხადებს ტენდერს:
ყავისმარცვლის შესყიდვადა ყავის დანადგარის დროებითი სარგებლობა(რაოდენობა 4 ცალი).

დანადგარები განთავსდება ქ.თბილისში, სს. „ფინკა ბანკი საქართველო“-ს 2 სერვის ცენტრში.

ხელშეკრულება დაიდება 1 წლის ვადით.

კომპანიებმა მათ მიერ წარმოდგენილ შემოთავაზებაში უნდა გაითვალისწინონ შემდეგი აუცილებელი პირობა:

  • ყავის დანადგარის დროებით სარგებლობაში უსასყიდლოდ გადმოცემა და მოხმარების წესების შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა.
  • ხელშეკრულების მოქმედებისგანმავლობაშიდაზიანებულიინვენტარის შეკეთება/შეცვლა.
  • ხარისხიანი პროდუქციის მოწოდება.
  • პროდუქციის მოწოდება ინვოისის წარდგენიდან არაუგვიანეს 1-2 დღეში.
  • პროდუქციის ღირებულების შესაბამისობა ინვოისსა და სასაქონლო ზედნადებს შორის.

კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • კატალოგი(სასურველია დასურათებული), სადაც დეტალურად იქნება აღწერილი ყავის დანადგარის სრული აღწერილობა,მოცულობა/ლიტრაჟობა, მწარმოებელი ქვეყანა და ფუნქციები;
  • კატალოგში (სასურველია დასურათებული) ასევე მითითებული უნდა იყოს პროდუქციის დასახელება და ერთეულის ფასი, მწარმოებელი ქვეყანა;
  • ჩვენს მიერ მოთხოვნილ პროდუქციაზე/დანადგარზე სრულად შევსებული დოკუმენტაცია (პროდუქციის/დანადგარის დასახელება, მწარმოებელი ქვეყანა, დღის განმავლობაში ყავის ჩამოსხმის მაქს.რაოდენობა; სხვადასხვა სახეობის ყავის დამზადების ფუნქცია, ერთდროულად 2 ჭიქის ჩამოსხმის ფუნქცია; 1 კგ ყავას საშუალოდ რამდენი ჭიქის დამზადება შეუძლია;
  • თვის შესყიდვების მაქსიმალური რაოდენობა 1 აპარატზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • ინვოისისა და პროდუქციის მოწოდების ვადები;
  • პროდუქციის ღირებულება ლარში (დღგ-ს ჩათვლით)და ანგარიშსწორების პირობები;
  • საჭირო დოკუმენტები და პროცედურა;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, სრული დოკუმეტაცია კომპანიის შესახებ.
  • სხვა სახელშეკრულებო აუცილებელი პირობა (ასეთის არსებობის შემთხევაში)

ყავისმარცვლის შესყიდვადა ყავის დანადგარის დროებითი სარგებლობა (რაოდენობა 4 ცალი).

ყავის დანადგარისდასახელება / აღწერილობა პროდუქციის დასახელება პროდუქციისწონა შესასყიდი პროდუქციის რაოდენობა თვის განმავლობაში პროდუქციის ღირებულება - ერთეულის ფასი
         
         

ტენდერის ჩაბარების პირობები:

გთხოვთ, ტენდერის მასალები მოგვაწოდოთ დალუქული კონვერტით მისამართზე:
თბილისი, ვაჟა-ფშაველას 71, მე-3 სართული, ოფისი 12 – სს „ფინკა ბანკი საქართველო“, სათავო ოფისი.

კონვერტზე უნდა მიუთითოთ მონაწილე კომპანიის სახელწოდება ასევე, ტენდერის სახელწოდება და მოათავსოთ დალუქულსატენდერო ყუთში.

სატენდერო წინადადების შემოტანა შესაძლებელია ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 09:00-დან 18:00-მდე, 2016 წლის 20 იანვრის ჩათვლით.

სს ფინკა ბანკი საქართველო ახორციელებს საქმიანობას უმაღლესი ეთიკური და პროფესიული სტანდარტების მიხედვით და ბანკის შიდა წესების მიხედვით, ბანკის თანამშრომელს და/ან მასთან დაკავშირებულ პირს არ შეიძლება ჰქონდეს პირდაპირი ან არაპირდაპირი ფინანსური ინტერესი ბანკის რომელიმე კონტრაჰენტთან (ინტერესთა კონფლიქტი). აღნიშნულის გათვალისწინებით, ტენდერში მონაწილე კომპანიასა და ბანკის თანამშრომელს და/ან მათთან დაკავშირებულ პირებს შორის არ უნდა არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელ. ფოსტის მისამართზე: lmujirishvili@finca.ge და tzviadadze@finca.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ