კრისტალი

ტენდერი ქობულეთში ახალი ფილიალის სარეკონსტრუქციო სარემონტო სამუშაოების შესახებ


ტენდერი
ჩაბარების ვადა: 18 იანვარი, 2016

დრო: 18:00

ტენდერის აღწერილობა:

სს “კრისტალი” წარმოადგენს ადგილობრივ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელიც ხელს უწყობს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორის განვითარებას საქართველოში მცირე სესხების გაცემის გზით. დღესდღეობით “კრისტალი” წარმოადგენს ერთ-ერთ წარმატებულ და განვითარებულ მიკროსაფინანსო დაწესებულებას, რომელიც ფლობს ფილიალების ფართე ქსელს და რეგულარულად ემსახურება 45000-მდე კლიენტურას საქართველოში.

გაცნობებთ რომ სს მისო „კრისტალი“ აცხადებს ტენდერს ქობულეთში ახალი ფილიალის სარეკონსტრუქციო სარემონტო სამუშაოების შესახებ, რისთვისაც იწვევს შესყიდვით დაინტერესებულ კომპანიებს ტენდერში მონაწილეობისათვის.

შესყიდვის ობიექტი

  • სარეკონსტრუქციო -სარემონტო სამუშაოები დანართების მიხედვით.

ანგარიშსწორების პირობა

  • ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შეთანხმების მიხედვით ავანსის გადახდის გზით, ან საქონლის/მომსახურებისმოწოდების შემდეგ არაუმეტეს 5 სამუშაო დღის განმვლობაში. 

პრეტედენტის შეფასება და შერჩევა

  • სატენდერო კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარადგინონ დახურული პაკეტის მეშევეობით
  • სატენდერო წინადადების ფასი საჭიროა მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.
  • შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება შეთანხმებული ვადით;
  • ყველა პრეტენდენტ კომპანიას გაეგზავნება შეტყობინება ტენდერის საბოლოო შედეგების შესახებ (მითითებულ ელ.ფოსტაზე)

შერჩევა მოხდება შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:

  • გამოცდილება აღნიშნულიმომსახურების სფეროში
  • ფასი
  • მიწოდებული მომსახურების ხარისხი
  • სამუშაოების შესრულების ვადები

ტენდერის ჩაბარების პირობები:

პრეტედენტმა საჭიროა სისტემაში წარმოდაგინოს ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დანართი 2 -ში წარმოდგენილი დოკუმენტების ჩამონათვალი მისამართზე: ქ.ქუთაისი, ნიკეას #22, მიმდინარე წლის 18 იანვრის 18 საათამდე. მიმღები პირი : ემილია ფიოდოროვა.

შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა ან/და წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება.

სატენდერო პროცედურების დამატებითი კითხვების/შენიშვნების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

საკონტაქტო პირი:
ქვაჩაკიძე თეიმურაზი
მობ: 577 40 15 85
Email: t.qvachakidze@crystal.ge

შესასრულებელი სამუშაოების შესახებდამატებითი კითხვების/შენიშვნების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

საკონტაქტო პირი:
კოკელაძე ონისე
Mობ: 593 19 53 19
Email: o.kokeladze@crystal.ge

მიმაგრებული დოკუმენტი:

მიმაგრებული დოკუმენტი

ტენდერს თან ახლავს მიმაგრებული დოკუმენტი