ჩაბარების ვადა:

18 იანვარი 2016, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T1020 - ტენდერი ლამინირებული ავეჯის შესყიდვისა და მიწოდების თაობაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს “კრისტალი” წარმოადგენს ადგილობრივ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელიც ხელს უწყობს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორის განვითარებას საქართველოში მცირე სესხების გაცემის გზით. დღესდღეობით “კრისტალი” წარმოადგენს ერთ-ერთ წარმატებულ და განვითარებულ მიკროსაფინანსო დაწესებულებას, რომელიც ფლობს ფილიალების ფართე ქსელს და რეგულარულად ემსახურება 45000-მდე კლიენტურას საქართველოში.

გაცნობებთ რომ სს მისო „კრისტალი“ აცხადებს ტენდერს ლამინირებული ავეჯის შესყიდვისა და მიწოდების თაობაზე, რისთვისაც იწვევს შესყიდვით დაინტერესებულ კომპანიებს და პირებს ტენდერში მონაწილეობისათვის.

შესყიდვის ობიექტი

სს მისო „კრისტალი“ ახორციელებს ლამინირებული ავეჯის შეძენას (წლის განმავალობაში პერიოდულად). ავეჯის დასახელებები და სპეციფიკაცია და წლის განმვალობაშ შესაძენი რაოდენობები მოცემულია დანართი #1 და დანართი #3 ში.

ანგარიშსწორების პირობა

ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შეთანხმების მიხედვით ავანსის გადახდის გზით, ან საქონლის მოწოდების შემდეგ არაუმეტეს 5 სამუშაო დღის განმვლობაში.

პრეტედენტის შეფასება და შერჩევა

  • სატენდერო კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარადგინონ დალუქული კონვერტის მეშვეობით.
  • შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება 1 (ერთი) წლის ვადით;
  • ყველა პრეტენდენტ კომპანიას გაეგზავნება შეტყობინება ტენდერის საბოლოო შედეგების შესახებ (მითითებულ ელ.ფოსტაზე)

შერჩევა მოხდება შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:

  • გამოცდილება ანალოგიურ სფეროში
  • ფასი
  • მიწოდების ვადები
  • შესრულების ხარისხი
  • მისაწოდებლი საქონლის ხარისხი

ტენდერის ჩაბარების პირობები:

პრეტედენტმა საჭიროა წარმოდაგინოს ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დანართი 2  ში წარმოდგენილი დოკუმენტების ჩამონათვალი.

შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა ან/და წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება.

სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 2016 წლის 18 იანვარი 18:00 საათი, ქ.ქუთაისში, ნიკეას #22, მიმღები პირი ემილია ფიოდოროვა.

დამატებითი კითხვების/შენიშვნების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

საკონტაქტო პირი:
ქვაჩაკიძე თეიმურაზი
მობ: 577 40 15 85
Email: t.qvachakidze@crystal.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ