ჩაბარების ვადა:

21 იანვარი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1028 - ტენდერი ბანკომატების დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ბანკომატების დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე;

მომსახურების დასახელება:

  • ბანკომატების დასუფთავების მომსახურება

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს.
  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში:
    1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
    2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება ფასის შეთავაზებასთან ერთად;
  • შემოთავაზებული ფასები უნდა მოიცავდეს ყველა სახის აღჭურვილობითა და ინვენტარით უზრუნველყოფას, რაც საჭირო იქნება დასუფთავების მომსახურებისათვის;
  • ერთეული ბანკომატის დასუფთავება უნდა მოხდეს თვის განმავლობაში 12-ჯერ.
  • ბანკომატების მისამართები მოცემულია მიმგრებულ დოკუმენტში.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 14 იანვარი – 2016 წლის 21 იანვარი ჩათვლით;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება 6 თვის პერიოდით;
  • თანხის გადახდა მოხდება ყოველი თვის 30 რიცხვამდე;
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ჯამური ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფაში პუნქტი #1-ის გასწვრივ;
  • გთხოვთ, ფასები მიუთითოთ ლარებში შესაბამისი პუნქტების გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 21 იანვარი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=%20504&lang=geo