სასტუმრო ოაზისი

ტენდერი სამშენებლო სამუშაოების, 6 ერთეული ოთხსართულიანი შენობის, კარკასის მშენებლობაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა: 05 ივნისი, 2014

დრო: 16:00
ტენდერის აღწერილობა:

შპს "ჩაქვი ოაზისი" აცხადებს ტენდერს ქობულეთი, დ. ჩაქვი, ბათუმის ქუჩა N16-ში, შპს "სანატორიუმი სასტუმრო ოაზისის"-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საამშენებლო სამუშაოების, 6 ერთეული ოთხსართულიანი შენობის, კარკასის მშენებლობაზე.

სამშენებლო სამუშაოები შესრულდება 2 ფაზად.

- 1 ფაზის სამუშაოებში შედის 6 შენობის საძირკვლებისა და პირველი სართულების გადახურვის მოწყობა.

- 2 ფაზა ითვალისწინებს 6 შენობის კარკასის დასრულებას

1 ფაზის სამუშაოთა ჩამონათვალი მოცემულა დანართში:

  • შენობა N 1 - შესასრულებელი სამუშაოთა და მასალის ჩამონათვალი მითითებულია სატენდერო განცხადების დანართ N1-ში (ხარჯთაღრიცხვა)
  • შენობა N 2 - შესასრულებელი სამუშაოთა და მასალის ჩამონათვალი მითითებულია სატენდერო განცხადების დანართ N2-ში (ხარჯთაღრიცხვა)
  • შენობა N 3 - შესასრულებელი სამუშაოთა და მასალის ჩამონათვალი მითითებულია სატენდერო განცხადების დანართ N3-ში (ხარჯთაღრიცხვა)
  • შენობა N 5 - შესასრულებელი სამუშაოთა და მასალის ჩამონათვალი მითითებულია სატენდერო განცხადების დანართ N4-ში (ხარჯთაღრიცხვა)
  • შენობა N 6 - შესასრულებელი სამუშაოთა და მასალის ჩამონათვალი მითითებულია სატენდერო განცხადების დანართ N5-ში (ხარჯთაღრიცხვა)
  • შენობა N 7 - შესასრულებელი სამუშაოთა და მასალის ჩამონათვალი მითითებულია სატენდერო განცხადების დანართ N6-ში (ხარჯთაღრიცხვა)


(დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ფაილები)

დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:

  • ხარჯთაღრიცხვა დანართი N1, N2, N3, N4, N5, N6-ის სახით (დარიცხვების გარეშე ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა შესაძლოა გახდეს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველი. ერთეულის ფასში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა სახის დანარიცხები, პირდაპირი და არაპირდაპირი ხარჯები, გადასახადები და კომპანიის მოგება)
  • შესასრულებელი სამუშაოების მთლიანი ღირებულება (ღირებულება მითითებული უნდა იყოს დღგ-ის ჩათვლით (დანართი N7; N7-1 და N7-2-ის მიხედვით)
  • სამუშაოს ღირებულების გადახდის პირობა
  • პერსონალის სია (დანართი N8-ის მიხედვით)
  • მანქანა დანადგარების სია (დანართი N9-ის მიხედვით)
  • სამუშაოთა დეტალური გეგმა - გრაფიკი (დანართი N10-ში მოყვანილი ვადების მიხედვით)


შენიშვნა:

პრეტენდენტი, ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე წარმოადგინოს საავანსო გადახდის თანხის ოდენობაზე საბანკო გარანტია დამკვეთთან შეთანხმებული ბანკიდან/სადაზღვევო კომპანიიდან.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  • საბანკო რეკვიზიტები
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 სამუშაო დღე)
  • ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ანალოგიური სამუშაოს შესრულების სია
  • შევსებული აფიდავიტი დანართი №11-ის სახით


წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტენდენტის შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ.

თუ სამუშაოთა შესრულება/საქონლის მიწოდება იგეგმება ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მეშვეობით, პრეტენდენტის მიერ, ასევე, წარმოდგენილ უნდა იქნას ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ მონაცემები, ზემოაღნიშნული საბუთების სახით.

სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასების კრიტერიუმები არის შემდეგი:

  • ხარისხი
  • ღირებულება
  • სამუშაოს შესრულების ვადა
  • ანგარიშსწორების პირობა
  • ანალოგიურ სფეროში არსებული გამოცდილება


შერჩეულ პრეტენდენტ(ებ)ს, სატენდერო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, მეორე ეტაპზე მოეთხოვება(თ) შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის
  • ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება
  • საგადასახადოს სარეგისტრაციო კოდი და გადამხდელის სტატუსი - "დღგ"-ის გადამხდელი ან "შეღავათების მქონე გადამხდელი"
  • ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ


დამკვეთის მოთხოვნით, ასევე, შესაძლებელია პრეტენდენტებს მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა.

სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

მონაწილეობის მიღება:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა სატენდერო წინადადება თანდართულ მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან ერთად, ნაბეჭდ ორ ეგზემპლარად (ერთი დედანი, ერთი ასლი) და ელექტრონული ვერსია (ორიგინალ ფორმატში და PDF. ფორმატში) უნდა წარმოადგინონ ერთ დალუქულ კონვერტში. კონვერტზე მიუთითეთ, ტენდერის დასახელება, პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია.

სატენდერო წინადადების თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად დალუქული კონვერტით მიღება განხორციელდება 2014 წლის20 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: ქობულეთი, დაბა ჩაქვი, ბათუმის ქუჩა N16, სასტუმრო ოაზისი. დოკუმენტაციის მიღება წარმოებს 10:00 საათიდან 19:00 საათამდე ხოლო 5 ივნისს 16:00 საათამდე.

სატენდერო კომისიის სხდომა გაიმართება 2014 წლის 5 ივნისს, 16:00 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქობულეთი, დაბა ჩაქვი, ბათუმის ქუჩა N16, სასტუმრო ოაზისი. პრეტენდენტთა წარმომადგენლები უნდა გამოცხადდნენ ვაჭრობის ეტაპზე 2014 წლის 5 ივნისს 16:00 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქობულეთი, დაბა ჩაქვი, ბათუმის ქუჩა N16, სასტუმრო ოაზისი.

ტენდერთან დაკავშირებულ საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის მიღება, საჭიროების შემთხვევაში ადგილზე დათვალიერება, ინფორმაციის დაზუსტება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ქობულეთი, დაბა ჩაქვი, ბათუმის ქუჩა N16, სასტუმრო ოაზისი.

საკონტაქტო პირი:

საკონტაქტო პირი _ ნიკოლოზ გეგუჩაძე მობ: +995 568 008228
ელ. ფოსტა: tender@hoteloasis.ge

მიმაგრებული დოკუმენტი:

მიმაგრებული დოკუმენტი

ტენდერს თან ახლავს მიმაგრებული დოკუმენტი