საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია

ტენდერი სხვადასხვა სახის ზეთების შესყიდვის თაობაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა: 20 იანვარი, 2016

დრო: 17:00

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორი ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს სხვადასხვა სახის ზეთების შესყიდვის თაობაზე

შესყიდვის ობიექტის დახასიათება:

  • T-1500 – 1000 კგ;
  • TП- 30 – 1800 კგ;
  • ТП-22 – 100 კგ.

დიდ რაოდენობებში შესაძლოა მოხდეს +/- 50კგ ცვლილება.

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • შემოთავაზებული პროდუქციის სერთიფიკატები;
  • შემოთავაზებული პროდუქციის ღირებულება ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს ჩათვლით;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია მიწოდების ვადებისა და პირობების შესახებ;

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენიდოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
  • ცნობა, რომპ რეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედანაუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა დატენდერის დასახელება; პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. წინადადებების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე v_maisuradze@giec.ge. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 20იანვრის 17:00 საათამდე.
  • გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი-60%; მიწოდების ვადა - 20 %; გადახდისპირობა-20%. (გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში კომპანიამ შესაძლებელია მოითხოვოს საბანკო გარანტიის წარმოდგენა);
  • შედეგები ცნობილი გახდება 2016 წლის 21 იანვარს.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვი სშეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/დადაგვიკავშირდნენ საკონტაქტონომრებზე: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე; 591931010, საკონტაქტო პირი თეიმურაზ ჩიჩუა. წინადადებების ჩაბარება/გაგზავნა უნდა მოხდეს ვასილ მაისურაძის სახელზე.