ჩაბარების ვადა:

26 იანვარი 2016, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T1035 - ტენდერი საკომპრესორო დანადგარების სათადარიგო ნაწილებზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს„ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს საკომპრესორო დანადგარების სათადარიგო ნაწილების შესყიდვაზე

საკომპრესორო დანადგარების ტიპები:

  • 4ГМ 2,5-1,2/10-250;
  • 4ГМ 2,5-1,8/5-250.

შესასყიდი სათადარიგო სათადარიგო ნაწილების სრული ჩამონათვალი და შესაბამისი რაოდენობები გთხოვთ იხილოთ დართულ ფაილში (რუსულ ენაზე).

კომპანია ნეოგაზი იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იყოს:

  • კომერციული წინადადება სათადარიგო ნაწილებზე. (განიხილება ასევე წინადადებები არასრულ პოზიციებზეც); კომპანია ასევე იტოვებს უფლებას სხვადასხვა პოზიცია შეიძინოს სხვადასხვა პოტენციური მომწოდებლისგან;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია პროდუქციის ხარისხის შესახებ (სერთიფიკატები);
  • ინფორმაცია მიწოდების ვადის შესახებ.

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენიდოკუმენტაცია: 

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება. წინადადებების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მისამართზე: v_maisuradze@giec.ge.გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი 40%; ხარისხი 20%; გადახდის პირობები 20%; მიწოდების ვადა 20%.
  • დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 26 იანვრის 16:00 სთ-მდე მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14;

შედეგები ცნობილი იქნება 2016 წლის 27იანვარს.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/დადაგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე: 551112222. საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ