კახეთის ენერგოდისტრიბუცია

ტენდერი ალუმინის სადენების გაცვლაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა: 30 მაისი, 2014

დრო: 13:00
ტენდერის აღწერილობა:

სს "კახეთის ენერგოდისტრიბუცია" აცხადებს ტენდერს დაახლოებით 30 ტონა ალუმინის დემონტირებული სადენების გაცვლაზე, ალუმინის ჯართის საბაზრო ღირებულების შესაბამისად - ახალ თვითმზიდ იზოლირებულ კაბელებზე.

კონკურსში მონაწილე კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ თვითმზიდი იზოლირებული გამტარი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზებისთვის შემდეგი ტექნიკური მოთხოვნა:

  • წარმოადგინონ საწარმოს ხარისხის სერთიფიკატი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობის შესახებ
  • კაბელის ფაზების იდენტიფიცირებისათვის დენგამტარი ძარღვების მარკირება ციფრებით 1,2,3 ყოველ 20 სმ-ზე ან ფერების საშუალებით
  • ნულოვანი გამტარის მარკირება ფერების საშუალებით


კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის კომპანიებს, ინდ. მეწარმეებს და ფიზიკურ პირებს. საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობებსა და ინფორმაციას:

  • ფასი საკონკურსო მოთხოვნის შესაბამისად წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, დღგ-ის გადასახადის და ტრანსპორტირების (გულისხმობს ჯართის გადაზიდვას და ახალი კაბელების მოწოდებას) ჩათვლით მისამართზე: ქ. თელავი, ალაზნის გამზ. 93
  • ახალი კაბელების მოწოდების ვადა
  • ორგანიზაციის/კომპანიის სრული დასახელება, საკონტაქტო პირის სახელი და გვარი, მისამართი და ტელეფონი
  • საბანკო რეკვიზიტები
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
  • რეკომენდატორი კომპანიების ჩამონათვალი და მათი საკონტაქტო ინფორმაცია
  • ოთხოვნილ ნომინალებზე - 4X50; 4X35; 4X25; 4X16; 2X16; 2X10 - წარმოდგენილი იქნას ნიმუშები და ერთეულის ფასები
ტენდერის ჩაბარების პირობები:

კონკურსში მონაწილეობისთვის დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოთ დალუქული პაკეტით 9:00-დან 18:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა, შემდეგ მისამართზე: ქ. თელავი, 2200, ალაზნის გამზ. 93, სს "კახეთის ენერგოდისტრიბუციის" სათაო ოფისი ან გამოაგზავნოთ ელ-ფოსტით მისამართზე: n.megrelishvili@ked.ge

საკონტაქტო პირი: ნათია მეგრელიშვილი, შესყიდვების მენეჯერი
მობ: 595 351599

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2014 წლის 30 მაისი, 13:00 საათი. დაგვიანებული დოკუმენტები არ მიიღება.

კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდება ფასის გათვალისწინებით.

მიმაგრებული დოკუმენტი:

მიმაგრებული დოკუმენტი

ტენდერს თან ახლავს მიმაგრებული დოკუმენტი