ჩაბარების ვადა:

25 იანვარი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1046 - ტენდერი ლითონის დეტალების დამზადებასა და შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორი ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს ჰიდროელექტრო სადგურებისთვის სხვადასხვა სახის მეტალისდეტალების დამზადებასა და შესყიდვის თაობაზე

ტენდერი იყოფა ხუთ ლოტად:

  • ლოტი N1: საკისარის დამზადება - 1 კომპლექტი;
  • ლოტი N2: საქშენის კორპუსისა და ნაცმის დამზადება - 5 კომპლექტი; 
                      ნემსას დამზადება - 5 ცალი.
  • ლოტი N3: ზედა და ქვედა საქშენის კორპუსის დამზადება - 2 კომპლექტი; 
                      ნემსას დამზადება - 2 კომპლექტი;
  • ლოტი N4: ფოლადის პერანგების დამზადება L=170 მმ - 2 ცალი;
                      ფოლადის პერანგების დამზადება L=190 მმ - 2 ცალი.
  • ლოტი N5: წყლით შემპოხი ბრინჯაოს რგოლების დამზადება - 1 კომპლექტი + 1 ცალი;

თითოეული ლოტისა და პოზიციისთვის ნახაზები იხილეთ დართულ ფაილებში. ნახაზებში ასევე მითითებულია მეტალის ტიპები. დეტალები უნდა დამზადდეს შესაბამისი დართული ნახაზების იდენტურად.

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • შემოთავაზებული პროდუქციის ღირებულება ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს ჩათვლით;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია პროდუქციის დამზადების ვადების შესახებ; (დეტალების ტრანსპორტირებას გამარჯვებული პრეტენდენტის საწარმოო ბაზიდან განახორციელებს დამკვეთი);
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ.

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენიდოკუმენტაცია: 

  • პრეტენდენტიორგანიზაციისრეკვიზიტები (იურიდიულისახელწოდება, საბანკორეკვიზიტები, ამონაწერისამეწარმეორეესტრიდან);
  • ცნობა, რომპრეტენდენტიარარისჩართულისასამართლოპროცესშიდაარმიმდინარეობსმისიგაკოტრება, რეორგანიზაციაანლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედანაუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტის,ტენდერისა და ლოტ(ებ)ის დასახელება; პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. წინადადებების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე v_maisuradze@giec.ge. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 25 იანვრის 17:00 საათამდე.
  • გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი-40%; ტექნიკური მახასიათებლები - 30%;მიწოდების ვადა - 20 %; გადახდისპირობა-10%. (გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში კომპანიამ შესაძლებელია მოითხოვოს საბანკო გარანტიის წარმოდგენა);
  • შედეგები ცნობილი გახდება 2016 წლის 26 იანვარს.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე:v_maisuradze@giec.ge ან/დადაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე:551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე; 591931010, საკონტაქტო პირი თეიმურაზ ჩიჩუა. წინადადებების ჩაბარება/გაგზავნა უნდა მოხდეს ვასილ მაისურაძის სახელზე.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ