ჩაბარების ვადა:

28 იანვარი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1049 - ტენდერი ჯანმრთელობის სადაზღვევო მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

მერსი ქორფსი არის ჰუმანიტარული და განვითარების საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს პროგრამებს მსოფლიოს 48-ზე მეტ ქვეყანაში. მისი სათაო ოფისები განლაგებულია აშშ-ში, ორეგონის შტატში, ქ. პორტლანდში, და დიდ ბრიტანეთში, შოტლანდიაში, ქ. ედინბურგში. ორაგნიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.mercycorps.org

საქართველოში მერსი ქორფსმა უკვე განახორციელა არაერთი პროექტი, რომელსაც აფინანსებდა სხვადასხვა საერთაშორისო დონორის/კომპანიის მიერ, როგორიცაა USAID, BP, KfW, ევრო კომისიის, იაპონიის საელჩოს მიერ, ამჟამად მერსი ქორფსი ახორციელებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ პროგრამას „ფერმერული კოოპერატივების განვითარება საქართველოს სასოფლო მუნიციპალიტეტებში“, USAID -ის პროგრამას “ქალთა და გოგონათა ეკონომიკური გაძლიერება ქვემო-ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში“, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებულ პროექტებს სამცხე-ჯავახეთში, ქვემო-ქართლსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

მერსი ქორფსი აცხადებს ტენდერს ჯანმრთელობის სადაზღვევო მომსახურების გამწევი ორგანიზაციის შესარჩევად (ერთწლიანი ხელშეკრულება).

ტენდერში მონაწილეობისათვის დაინტერესებულმა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია:

  • ინდივიდუალური და საოჯახო სადაზღვევო პაკეტები (დეტალური აღწერით);
  • სადაზღვევო პოლიცების ღირებულება უნდა იყოს მითითებული ლარში;
  • მომხმარებელთა სია;
  • პროვაიდერი კლინიკების სია;
  • დამატებითი ბენეფიტები ასეთი არსებობის შემთხვევაში

ამჟამად მერსი ქორფსში დასაქმებულია 75 ადამიანი. მათ შორის 25 სარგებლობს საოჯახო დაზღვევის პაკეტით.

მერსი ქორფსი არ ანაზღაურებს სატენდერო დოკუმენტების მომზადების ხარჯებს.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო შემოთავაზება უნდა წარმოადგინოთ დალუქული კონვერტის მეშვეობით. შემოთავაზება დამოწმებული უნდა იყოს ხელმოწერითა და ბეჭდით.

საბუთების შემოტანის ბოლო ვადა არის 2016 წლის 28 იანვარი 17:00 საათი. საბუთების ჩაბარება შესაძლებელია მერსი ქორფსის თბილისის ოფისში გ. გეგეჭკორის ქუჩა #6.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ქვემოთ მითითებულ ნომრებზე

Davit Merabishvili
Senior Procurement/Logistics Officer
Mercy Corps Georgia
Office: +995 32 225 24 71
Mobile: +995 599 248 300
Email: dmerabishvili@mercycorps.ge

 

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ