საქართველოს ბანკი

ტენდერი სარეკლამო აბრების შესყიდვაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა: 26 იანვარი, 2016

დრო: 17:00

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს სარეკლამო აბრების შესყიდვის შესახებ;

დასახელება:  

  • სტანდარტული მნათი სარეკლამო აბრა (1 ცალი) მასალები: შეღებული ალუმინის კორპუსი, თეთრი ორგმინა, არაკალის წარწერა, დღის ნათების ნათურები.
  • სტანდარტული აბრა ნარინჯისფერი განათების გარეშე (გრძივი მეტრი) მასალები: შეღებული ალუმინის კორპუსი.
  • „ლაითბოქსი“ ლომით (1 ცალი) მასალები: შეღებული ალუმინის კორპუსი, თეთრი ორგმინა, არაკალის წარწერა, დღის ნათების ნათურები.
  •  „ლაითბოქსი ATM“ ლომით (1 ცალი) მასალები: შეღებული ალუმინის კორპუსი, თეთრი ორგმინა, არაკალის წარწერა, დღის ნათების ნათურები.
  • ექსპრეს ფილიალების მნათი სარეკლამო აბრა (გრძივი მეტრი) მასალები: დიუბონდი (ალკაბონდი), თეთრი ორგმინა, არაკალის წარწერა, დღის ნათების ნათურები.
  • თბილისის ტერიტორიის გარეთ ტრანსპორტირება 50 კმ. მანძილზე

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადის და სხვა ხარჯების ჩათვლით, მათ შორის).
  • შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს მონტაჟის ხარჯებს;
  • შემოთავაზებულ ფასებში უნდა შედიოდეს ტრანსპორტირება თბილისის მასშტაბით;
  • სარეკლამო აბრის მასალა და პროპორციები სტანდარტულია;
  • სარეკლამო აბრის გაბარიტების 10%-მდე ცვლილება და ფერის შეცვლა არ უნდა აისახოს ფასზე;
  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში:
    1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი
    2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი ფასის შეთავაზებასთან ერთად;

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 18 იანვრიდან– 2016 წლის 26 იანვრის ჩათვლით;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება 6 (ექვსი) თვის პერიოდით;
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1, პუნქტი #2 და სხვა შესაბამისი პუნქტების გასწვრივ;
  • გთხოვთ, გრაფაში მითითებული ერთეულის ფასები მიუთითოთ ლარებში პუნქტი #1, პუნქტი #2 და სხვა შესაბამისი პუნქტების გასწვრივ, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
  • დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ გენადი აფციაურს: 595 599 030;
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 26 იანვარი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=%20508&lang=geo

მიმაგრებული დოკუმენტი:

მიმაგრებული დოკუმენტი

ტენდერს თან ახლავს მიმაგრებული დოკუმენტი