GEOCOR

ტენდერი წყალტუბოს რაიონში, სოფელ ფარცხანაყანებში არსებულ კოპიტნარის დევნილთა დასახლებაში, სასათბურე მეურნეობის მოწყობისათვის საჭირო მასალების შეძენაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა: 29 იანვარი, 2016

დრო: 15:00

ტენდერის აღწერილობა:

,,საქართველოს დახმარების კომიტეტი” - GEOCOR აცხადებს ტენდერს წყალტუბოს რაიონში, სოფელ ფარცხანაყანებში არსებულ კოპიტნარის დევნილთა დასახლებაში, სასათბურე მეურნეობის მოწყობისათვის საჭირო მასალების შესყიდვაზე და იწვევს ყველა დაინტერესებულ კომპანიას/მეწარმე პიზიკურ პირს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

მასალების შესაძენად ტენდერი ცხადდება ოთხ ლოტად:

  • ლოტი N1 - სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად საჭირო რკინის მასალები.
  • ლოტი N2 - სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად საჭირო დამცავი ფირი.
  • ლოტი N3 - სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად საჭირო მორწყვის სისტემის აღჭურვილობა.
  • ლოტი N4 - სამშენებლო მასალები

ლოტების სპეციფიკაციები შესაბამის ხარჯთახრიცხვის ფორმებთან ერთად თან ერთვის განცხადებას დანართების სახით/დანართი # 1, 2, 3, 4.

პროექტი ფინანსდება გაერთიანებული მეთოდისტების კომიტეტის ჰუმანიტარული მისიის მიერ. ,,საქართველოს დახმარების კომიტეტი” GEOCOR არის ჰუმანიტარული ორგანიზაცია, რომელიც ფუნქციონირებს სამართლიანობის, სუვერენიტეტის და ნეიტრალიტეტის პრინციპებზე დაყრდნობით.  

უფლებამოსილი კომპანიების კრიტერიუმები

ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კომპანიებს და მეწარმე ფიზიკურ პირებს, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოში.

კომპანიებს და მეწარმე ფიზიკურ პირებს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ტენდერში როგორც ცალკეულ ლოტში, ასევე ყველა ლოტში ერთად.

ტენდერში მონაწილეობისათვის დაინტერესებულმა კომპანიებმა და მეწარმე ფიზიკურმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია/დოკუმენტაცია:

  • წერილი ტენდერში მონაწილეობის სურვილის შესახებ, რომელშიც აღნიშნული იქნება ლოტის/ლოტების ნომრები, შემოთავაზებული მთლიანი ფასი ლარში დღგ - ს ჩათვლით, მასალების მიწოდების ვადები.
  • მასალების ხარჯთაღრიცხვა შევსებული ლოტის/ლოტების მიხედვით.

შენიშვნა: წარმოდგენილი დოკუმენტები უნდა იყოს დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი

სატენდერო წინადადების შერჩევა და სხვა პირობები:

  • სატენდერო წინადადება გაიხსნება ,,საქართველოს დახმარების კომიტეტის“ GEOCOR სატენდერო კომიტეტის მიერ.
  • სატენდერო წინადადებები შეირჩევა შემოთავაზებული ფასის მიხედვით და სხვა სატენდერო პირობების გათვალისწინებით.
  • თუ არც ერთი კომპანიის/მეწარმე ფიზიკური პირის შემოთავაზება არ აკმაყოფილებს ტენდერის პირობებს, ,,საქართველოს დახმარების კომიტეტი“ იტოვებს უფლებას გამოაცხადოს ახალი ტენდერი იგივე ან სხვა პირობებით.
  • ,,საქართველოს დახმარების კომიტეტი“ იტოვებს უფლებას არ განაცხადოს საჯაროდ ტენდერში მონაწილე კომპანიების/მეწარმე ფიზიკური პირების შემოთავაზებები.
  • ტენდერში მონაწილეები არ იქნებიან უფლებამოსილნი ჩაასწორონ, შეცვალონ ან გამოითხოვინ წინადადება მათი ჩაბარების ვადის გასვლის შემდეგ.
  • ,,საქართველოს დახმარების კომიტეტი“ იტოვებს უფლებას უარყოს ნებისმიერი წინადადება ყოველგვარი ახსნა - განმარტების გარეშე.

განსაკუთრებული პირობები

  • მიწოდებული მასალები უნდა იყოს ახალი, გამოყენებაში არ მყოფი.
  • მასალების მიწოდების ადგილი: წყალტუბოს რაიონი, სოფელი ფარცხანაყანები, კოპიტნარის დევნილთა დასახლება.
  • შესაძენი მასალების ღირებულების გადახდა განხორციელდება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიის/მეწარმე ფიზიკური პირის მიერ საქონლის მიწოდების და მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 სამუშაო დღეში.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების წარდგენის პროცედურა

  • დაინტერესებულმა კომპანიებმა/მეწარმე ფიზიკურმა პირებმა უნდა წარმოადგინონ სატენდერო წინადადება ქართულ ენაზე, დაბეჭდილი კონვერტით, რომელზეც აღნიშნული იქნება ტენდერში მონაწილე კომპანიის/მეწარმე ფიზიკური პირის დასახელება და აღნიშვნა, რომ დოკუმენტები წარმოდგენილია გამოცხადებული ტენდერისათვის ლოტის/ლოტების ნომრის მითითებით.
  • საჭირო მასალების ჩამონათვალის ნახვა შესაძლებელია სატენდერო განცხადებასთან ერთად თანდართულ ფაილებში: ლოტი N1, ლოტი N2, ლოტი N3, ლოტი N4.
  • სატენდერო წინადადებები უნდ წარადგინოთ შემდეგ მისამართზე: ქალაქი თბილისი, ჟიული შარტავას ქუჩა N18, III სადარბაზო, III სართული, ბინა N21, ,,საქართველოს დახმარების კომიტეტის“ - GEOCOR ოფისი. ოფისის ტელ: 0322 601941.
  • ტექნიკურ საკითხებზე შეგიძლიათ დაკავშირება ტელეფონზე: 599589497, კონსტანტინე გვეტაძე.

წინადადებების მიღების ბოლო ვადაა 15:00- 29.01.2016

აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი წინადადებები არ განიხილება

მიმაგრებული დოკუმენტი:

მიმაგრებული დოკუმენტი

ტენდერს თან ახლავს მიმაგრებული დოკუმენტი