ჩაბარების ვადა:

25 იანვარი 2016, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T1057 - ტენდერი სხვადასხვა სახის მარკეტინგულ კვლევაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს სხვადასხვა სახის მარკეტინგული კვლევის მომსახურების შესყიდვის თაობაზე

ტენდერი იყოფა ორ ლოტად:

  • ლოტი N1: სამომხმარებლო ბაზრის კვლევა;
  • ლოტი N2: პერსონალის მომსახურების ხარისხის კვლევა;

ტექნიკური დავალება თითოეული ლოტისათვის იხილეთ დართულ ფაილებში. ტექნიკური დავალება დაზუსტდება ხელშეკრულების გაფორმებამდე გამარჯვებულთან უშუალო კონსულტაციების შემდეგ.

პროექტის განხორციელების ვადებია დაახლოებით 7 – 8 კვირა.

შპს „ნეოგაზი“ იწვევს ანალოგიური გამოცდილების მქონე დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ტექნიკური წინადადება თითოეული ლოტისათვის;
  • ფინანსური წინადადება თითოეული ლოტისათვის ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების ჩათვლით;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ინფორმაცია საბოლოო ანგარიშის წარმოდგენის ვადების შესახებ.

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტის, ტენდერისა და ლოტ(ებ)ის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 25 იანვრის 15:00 სთ-მდე მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14;
  • გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი - 40%; ანალოგიური გამოცდილება - 40%; გადახდის პირობები 20%.

შედეგები ცნობილი იქნება 2016 წლის 25 იანვარს.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომრებზე: ტექნიკური საკითხები (ლოტი N1): 599 09 12 07, საკონტაქტო პირი: ნინო კვარაცხელია; ტექნიკური საკითხები (ლოტი N2): 599 50 07 47, საკონტაქტო პირი: ნატა დოლიძე; დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე; წინადადებების ჩაბარება უნდა მოხდეს ვასილ მაისურაძის სახელზე.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ