ტყიბული 150

ტენდერი სამშენებლო უბნის მდგრადობის ანალიზის თაობაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა: 25 იანვარი, 2016

დრო: 12:00
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. მიმაგრებულ დოკუმენტს დაემატა ახალი ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ტყიბული 150“ აცხადებს ტენდერს სამშენებლო უბნის მდგრადობის ანალიზის თაობაზე

სამუშაოების განხორციელების ადგილმდებარეობა:

  • საქართველო, ქ. ტყიბულის მუნიციპალიტეტი, სოფელი მანჭიორის მიმდებარე ტერიტორია.

დაახლოებითი ფართობი: 1.2 კმ2

სატენდერო განაცხადს თან ერთვის დეტალური ტექნიკური დავალება და ნახაზი ინგლისურ ენაზე. საბოლოო ანგარიშის მომზადება აუცილებელია ინგლისურად.

შპს „ტყიბული 150“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • შემოთავაზებული მომსახურეობის ღირებულება ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს ჩათვლით;
  • დეტალური ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია შესრულების ვადების შესახებ.

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია: 

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება; პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. წინადადებების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე v_maisuradze@giec.ge. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 25 იანვრის 12:00 საათამდე.
  • გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი - 40%; შესრულების ვადა - 30 %; ანალოგიური გამოცდილება - 20%; გადახდის პირობა - 10%.
  • შედეგები ცნობილი გახდება 2016 წლის 25 იანვარს.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე; 591 93 10 10, საკონტაქტო პირი თეიმურაზ ჩიჩუა. წინადადებების ჩაბარება/გაგზავნა უნდა მოხდეს ვასილ მაისურაძის სახელზე.

მიმაგრებული დოკუმენტი:

მიმაგრებული დოკუმენტი

ტენდერს თან ახლავს მიმაგრებული დოკუმენტი