ჩაბარების ვადა:

26 იანვარი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1061 - ფასთა გამოკითხვა დანადგარ-მოწყობილობების რემონტზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორი ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას საფრეზი ჩარხის კაპიტალური სარემონტო სამუშოების შესყიდვის თაობაზე

ჩარხის ტიპი: საფრეზი ჩარხი 6M83

სარემონტო სამუშაოების ჩამონათვალი:

1 საფრეზი ჩარხი 6M83
1.1 შეკეთდეს ცოციასა და კონსოლში მოთავსებული მაგიდის გადასაადგილებელი მექანიზმები;
1.2 მიწოდების კოლოფში გაისინჯოს მიწოდების მექანიზმების ვარგისიანობა, საჭიროების შემთხვევაში აღდგეს;
1.3 შემოწმდეს ფრიქციონის ფირფიტები და მისი დამაფიქსირებელი მექანიზმი;
1.4 შემოწმდეს კონსოლი ზემოთ და ქვემოთ და აღდგეს.

სამუშაოების ჩატარების ადგილმდებარეობა: საქართველო, ქ. გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქუჩა N2.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • შესასრულებელი სამუშაოების განფასება დ.ღ.გ.-ს ჩათვლით;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები)

ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. წინადადებების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე v_maisuradze@giec.ge. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 26 იანვრის 17:00 საათამდე.
  • შედეგები ცნობილი გახდება 2016 წლის 27 იანვარს.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: 591 93 10 10. საკონტაქტო პირი თეიმურაზ ჩიჩუა; დოკუმენტაციასთან დაკავშირებით 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე. წინადადებების ჩაბარება/გაგზავნა უნდა მოხდეს ვასილ მაისურაძის სახელზე.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ