ჩაბარების ვადა:

2 თებერვალი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1071 - ტენდერი ბილბორდების სარეაბილიტაციო მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ბილბორდების სარეაბილიტაციო მომსახურებაზე

საქონლის/მომსახურების დასახელება:

  • ნათურის გამოცვლა ბილბორდებზე (თეთრი ნათების 120 სმ სიგრძის 36 ვატიანი ფილიპსი)
  • დროსელის შეცვლა (40 ვატიანი, მონტაჯდება 2 ნათურაზე ერთი ცალი)
  • ბილბორდების კარკასის შეღებვა კვ.მ (საჭებავი ანტიკოროზიული Favor)
  • პეტლების და საკეტების შეცვლა, სხვა წვრილმანი ფიზიკური დაზიანებების აღმოფხვრა.
  • ამწე კალათის მომსახურების საფასური (1 საათი)

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს, ტრანსპორტირების, მონტაჟის და განბაჟების ხარჯების ჩათვლით).
  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში:
    1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
    2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
  • ფასი უნდა მოიცავდეს ყველა სახის გადასახადს
  • საგარანტიო პერიოდი განისაზღვრება 1 წლით

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 22 იანვრიდან– 2016 წლის 2 თებერვალის ჩათვლით;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი შესყიდვის ხელშეკრულება;
  • თანხის გადახდა მოხდება შეთანხმების საფუძველზე;
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფებში, პუნქტი #1-ის გასწვრივ;
  • გთხოვთ, ჯამური ფასი მიუთითოთ ლარებში შესაბამისი პუნქტის გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.
  • დამატებით ინფორმაციისთვის ტენდერის დეტალებთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაუკავშირდით ინა სიხარულიძეს:
    ტელ: +995 (32) 2444121
    მობ: +995 (595) 599030

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 2 თებერვალი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://www.tenders.bog.ge/?action=tender&id=511&lang=geo