ჩაბარების ვადა:

3 თებერვალი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1077 - ტენდერი სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ტენდერი საქართველოს ბანკის თბილისის და რეგიონის სერვის ცენტრების, ექსპრეს სერვის ცენტრების და ოფისების დერატიზაცია , დეზინსექცია, დეზინფექცია და ქვეწარმავლების საწინააღმდეგო საშუალებებით დამუშავებაზე;

მომსახურების დეტალური აღწერა იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში.

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადის და სხვა ხარჯების ჩათვლით).
  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში:
    1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
    2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი ფასის შეთავაზებასთან ერთად;
  • წარმოდგენილი უნდა იყოს თითეული სახეობისთვის გამოსაყენებელი წამლის სერთიფიკატი.
  • გამოსაყენებელ წამალს უნდა გააჩნდეს ანოტაცია და არ უნდა იყოს მისი გამოყენება აკრძალული, კვების ობიექტებზე, ხალხ მრავალ ადგილებში და საოფისე მუშაობის გარემოში არ უნდა იწვევდეს ალერგიას, და არ უნდა იყოს მისი გამოყენება აკრძალული სადაც იმყოფება ფეხმძიმე ქალბატონი.
  • ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგნაირად:
    1. დერატიზაცია, დეზინსექცია და დეზინფექციის შემთხვევაში კვ. მ.-ში. ანუ ერთი მეტრ კვადრატის ფასი.
    2. ქვეწარმავლების შემთხვევაში ფასი უნდა წარმოადგინოთ გრძივი მეტრობით. ანუ ერთ გრძივ მეტრაში რამდენჯერ უნდა განთავსდეს წამალი და რა ეღირება.
  • შესრულებული საუშაოს პირობა უნდა აკმაყობილებდეს მოთხოვნას:
    1. აუცილებელია წარმოადგინოთ ყველა საჭირო საბუთები, რომელიც კომპანიას უფლებას აძლევს მსგავსი სამუშაოს შესასრულებლად.
    2. სასურველია კომპანიას ქონდეს ბანკებთან მუშაობის გამოცდილება. და კომპანიებიდან უნდა წარმოადგინოტ დახასიატება ტიტულიან ბლანკზე დაწერილი.
    3. სამუშაოს შესრულებიდან 1-თვის ვადაში განმეორებითი შემოსული მოთხოვნის შემთხვევაში საქმის შემსრულებელი სამუშაოს განმეორებით შეასრულებს უსასყიდლოდ.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ბესო ქიტიაშვილს +995 (555) 000778

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 26 დეკემბერი – 2016 წლის 3 თებერვლის ჩათვლით;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 6 თვიანი ხელშეკრულება;
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1–ის გასწვრივ;
  • გთხოვთ, ერთეულის ფასი მიუთითოთ ლარებში პუნქტი #1–ის გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 3 თებერვალი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=%20516&lang=geo