ჩაბარების ვადა:

5 თებერვალი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1080 - ტენდერი დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს აჭარის მასშტაბით სერვისცენტრების დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე;

მომსახურების დასახელება:

  • დასუფთავების მომსახურება აჭარის მასშტაბით შემდეგ მისამართებზე:
    1. ბათუმი, აბაშიძის ქ. 58ა
    2. ბათუმი, 26 მაისის ქ.7 (ქოლექშენი)
    3. ბათუმი, რუსთაველის ქ. 22
    4. ბათუმი, რუსთაველის ქ. 40, სასტუმრო „ჰილტონი“
    5. ბათუმი, თამარ მეფის გზატკეცილი/თამარ მეფის გზატკეცილი, ბათუმი ცენტრალი

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს.
  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში:
    1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
    2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება ფასის შეთავაზებასთან ერთად;
  • შემოთავაზებული ფასები უნდა მოიცავდეს ყველა სახის აღჭურვილობითა და ინვენტარით უზრუნველყოფას, რაც საჭირო იქნება დასუფთავების მომსახურებისათვის;

მომსახურე კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • დამლაგებელს უნდა ეცვას უნიფორმა (ბანკთან შეთანხმებით). დამლაგებლის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 45 წელს;
  • დასუფთავების ფასში უნდა შევიდეს სერვის ცენტრების ფასადების, სარეკლამო ბილბორდების და ბანკომატების წმენდა-დასუფთავება;
  • კომპანიამ უნდა დანიშნოს ზედამხედველი , რომელიც იქნება პასუხისმგებელი ხარისხზე და დისციპლინაზე (ანალოგიურ ობიექტებზე მუშაობის გამოცდილებით);
  • დამლაგებელი უნდა იყოს აღჭურვილი დასუფთავებისთვის განკუთვნილი თანამედროვე ინვენტარით. (გამორიცხულია ე.წ. ხის ჯოხი, ცოცხი და ასე შემდეგ);
  • ყველა ობიექტზე უნდა იყოს მტვერსასრუტები, მეტლახის საწმენდი და სპეც მანქანები (იხ. სურათი მიმაგრებულ დოკუმენტში);
  • დამლაგებელი აღჭურვილი უნდა იყოს ფასადის რეცხვის თანამედროვე ტექნოლოგიებით.
  • დასუთავება-დალაგებაში უნდა შევიდეს ყველა ობიექტის ჰიგიენური საშუალებებით მომარაგება მოთხოვნის შესაბამისად და დისპენსერების უფასო მოწყობა.
  • შენობაში დერატიზაცია, დეზინსექცის ოპერატიული კონტროლი.
  • ყველა ობიექტის შესასვლელში (ამინდის გათვალისწინებით) უნდა მოეწყოს წყალ–მტვერ გაუმტარი ხალიჩები, რომლებიც მნიშვნელოვნად შეამცირებენ ობიექტის დაბინძურებას;
  • ყველა გამოყენებული საშულებები, რომლითაც მოხდება ობიექტის დასუფთავება (იგულისხმება ხსნარები და ასე შემდეგ) უნდა იყოს სერთიფიცირებული და არ უნდა იწვევდეს ადამიანის ჯამრთელობის დაზიანებას.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ბესო ქიტიაშვილს +995555000778

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 26 იანვრიდან – 2016 წლის 5 თებერვლის ჩათვლით;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება 6 თვის პერიოდით;
  • თანხის გადახდა მოხდება ყოველი თვის 30 რიცხვამდე;
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფებში, შესაბამისი პუნქტების გასწვრივ;
  • გთხოვთ, ჯამური ფასები მიუთითოთ ლარებში შესაბამისი პუნქტების გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 5 თებერვალი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=518&lang=geo