ჩაბარების ვადა:

2 თებერვალი 2016, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T1082 - ტენდერი ნავთობბაზის ქირაობაზე

ტენდერის აღწერილობა:

რომპეტროლ საქართველო აცხადებს ტენდერს “ნავთობბაზის ქირაობაზე”.

დანიშნულება:

ტენდერის მიზანია ნავთობბაზის პოვნა (მოკლე ვადიანი პერიოდით) პროდუქტების მარაგისთვის/ ბენზიმზიდების დატვირთვა/ რკინიგზის ვაგონების გადმოტვირთვა. აღნიშნული ბაზა გვესაჭიროება რომპეტროლ საქართველოს ნავთობბაზის რეკონსტრუქციის დროს გამოსაყენებლად.

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • სატენდერო სახელმძღვანელო
  • კითხვარი

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • პრეტენდენტის დასახელება, იურიდიული და ფაქტიური მისამართი, ტელეფონი/ფაქსი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები, ხელმძღვანელის სახელი და გვარი;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან, რომ მის მიმართ არ ხორციელდება რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (რეგისტრირებული ფიზიკური პირებისთვის ცნობა სასამართლოდან პირის ქმედუნარიანობის შესახებ);
  • ცნობა სასამართლოდან, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან რეაბილიტაციის საქმე;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ.
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ მის ქონებაზე არ არის დადებული ყადაღა;
  • შენიშვნა: წერილების/ცნობების გაცემის თარიღი არ უნდა იყოს 20.01.2016-ზე ადრე.

ასევე თან უნდა დაერთოს ქვემოთ წარმოდგენილი დოკუმენტები და სერტიფიკატები დამოწმებული პრეტენდენტის ბეჭდით და ხელმოწერით;

  • სერვისის ღირებულება- დოლარი ტონაზე გადაზიდვისას ან დოლარში ქირის ღირებულება თვეში
  • საბუთი/ საგარანტიო წერილი, რომ ნავთობბაზა არის სამუშაო მდგომარეობაში
  • ნავთობბაზის ნახაზი
  • ნავთობბაზის ტექნიკური სპეციფიკაცია
  • რეზერვუარების კალიბრაცია
  • შევსებული კითხვარი

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ყველა დოკუმენტი შედგენილი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენაზე.

ტენდერის პირობები:

  • ნავთობბაზას მინიმალური მოცულობა 5000 კბ/მ
  • მინიმალური რეზერვუარის მოცულობა 1000 კბ/მ
  • მინიმალური რეზერვუარების რაოდენობა - 3 (მოხდება 3 სხვადასხვა პროდუქტის შენახვა)
  • რეზერვუარებს უნდა ჰქონდეს კალიბრაცია
  • მინიმუმ 2 დატვირთვის ხაზი. დატვირთვის ხაზი უნდა იყოს აღჭურვილი მრიცხველებით და ტუმბოებთ)
  • ნავთობბაზას უნდა ჰქონდეს მისასვლელი ლიანდაგის ჩიხი, მინუმუმ 4 ვაგონის მიღების საშუალებით.

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • ტენდერის დასახელება: “ნავთობბაზის ქირაობა”
  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: კომპანიის დასახელება და სრული მისამართი
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა)
  • წარწერა: "კონფიდენციალურია"
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვათ თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე
  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი

სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე:
ქ.თბილისი, 0160, დ.გამრეკელის ქ.19

შემოთავაზების მიღება მთავრდება 02.02.2016 18:00

შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:

რომპეტროლ საქართველო
საქართველო, ქ. თბილისი 0160,
დ. გამრეკელის ქ. # 19
შესყიდვებსი განყოფილება
ელენე ანგელოვა
ტელ: (+995) 591 51 19 93
ელ.მისამართი: elene.angelova@rompetrol.com

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ