Tenders.ge

ტენდერი ტვირთის ტრანსპორტირების მომსახურებაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა: 20 თებერვალი, 2016

დრო: 18:00

ტენდერის აღწერილობა:

Tenders.geპარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ტენდერს გრძელვადიანი თანამშრომლობის პერპსექტივით ევროპიდან საქართველოს მიმართულებით ტვირთის ტრანსპორტირების მომსახურების შესყიდვაზე.

სამუშაოს აღწერა:

თვეში ერთხელ ან ორჯერ გერმანიის ქალაქ ზედვიცში (95183 Zedtwitz, Germany) დასაწყობებული შერეული ტვირთის ტრანსპორტირება თბილისის გეზ-მდე.

მარშრუტი - თურქეთის გავლით ან ბულგარეთი-საქართველოს ბორნით

სტანდარტული ტენტიანი სატვირთო სრული დატვირთვით (FTL) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • ევრო 3-5 (ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი)
  • გამართულ, მუშა მდგომარეობაში
  • შესაბამისი ვიზები და ნებართვები
  • გამოცდილი მძღოლი
  • სასურველია ჰქონდეს სახიფათო ტვირთის ADR ტრანსპორტირების ნებართვები.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ:

  • თქვენი რეკვიზიტები
  • სატვირთო ავტომობილის მონაცემები (გამოშვების წელი, შიდა და გარე ზომები, მოცულობა, ტვირთამწეობა)
  • აღნიშნული მომსახურების ტარიფები*

ტარიფის კალკულაციისას გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შესაძლებელია ჩვენ მიერ შემოთავაზებულ იქნას ტვირთი საქართველოდან ევროპის მიმართულებითაც. ამიტომ, გთხოვთ მოგვწეროთ როგორც ერთი გზის (გერმანია-საქართველო), ასევე ორი გზის (საქართველო-ევროპა) ტარიფი.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი შემოთავაზება არა უგვიანეს 2016 წლის 20 თებერვლის 18:00 საათისა, შემდეგ ელ. ფოსტაზე: proposals@tenders.ge

დაგვიანებით შემოსული შემოთავაზებები არ განიხილება.

შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: proposals@tenders.ge