ჩაბარების ვადა:

11 თებერვალი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1085 - ტენდერი ავტო გაზგასამართი სადგურების მარკეტინგულ გადაფუთვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. მიმაგრებულ დოკიმენტში შეიცვალა სამუშაოების აღწერილობა.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ნეოგაზი“ აცხადებს ტენდერს ავტო გაზგასამართი სადგურების მარკეტინგული გადაფუთვის თაობაზე

სამუშაოების ჩატარების ადგილმდებარეობა:

  • გარდაბნის რაიონში, ლოჭინში მდებარე ნეოგაზი-ს გაზგასამართი სადგური;
  • მცხეთა, სოფელ წეროვანში, ავტობანის მიმდებარედ მდებარე ნეოგაზის გაზგასამართი სადგური (ნატახტარის სადგური).

სამუშაოების კონკრეტული ჩამონათვალი თითოეული სადგურისთვის იხილეთ დართულ ფაილებში.

შპს ნეოგაზი იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დაინტერესებულმა პირებმა ადგილზე უნდა შეაფასონ სიტუაცია დამკვეთის წარმომადგენლებთან ერთად, რის შემდეგაც უნდა წარმოადგინონ წინადადება.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა დღგ-ს ჩათვლით;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები)

ტენდერის ჩაბარების პირობები:

წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. წინადადებების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე v_maisuradze@giec.ge. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 11 თებერვლის 17:00 საათამდე.

გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი - 40%; შესრულების ვადა - 30%; ანალოგიური გამოცდილება - 20%; გადახდის პირობები - 10%.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: 599 09 12 07. საკონტაქტო პირი ნინო კვარაცხელია; დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე. წინადადებების ჩაბარება/გაგზავნა უნდა მოხდეს ვასილ მაისურაძის სახელზე.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ