ჩაბარების ვადა:

9 თებერვალი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1093 - ტენდერი ჰიგიენური საშუალებების შესყიდვა/მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს “საქართველოს ბანკი” აცხადებს ტენდერს ჰიგიენური საშუალებების შესყიდვაზე/მომსახურებაზე.

საქონლის დასახელება იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში.

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს.
  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია PDF ა ნ Word–ის ფორმატში:
    1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი
    2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
    3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.)
  • მომწოდებელმა ვებ-გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება.
  • მომწოდებელი ვალდებულია მიიტანოს სერვის ცენტრების მიხედვით დაკომპლექტებული საქონელი საქართველოს ბანკის საწყობში ურეკის ქუჩა # 2ში.
  • ფასი უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების ღირებულებას;
  • საჭიროების შემთხვევაში კომპანია ვალდებულია ბანკს დროებით საკუთრებაში გადასცეს შესაბამისი (ხელსახოცის, თხევადი საპნის, ტუალეტის ქაღალდის) დისპენსერები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით +995 (555) 000778 ბესო ქიტიაშვილი

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 1 თებერვლიდან - 2016 წლის 9 თებერვალის ჩათვლით;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან სახელშეკრულებო ვადა განისაზღვრება 6 თვის პერიოდით.
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან საქონლის/მომსახურების შესყიდვა იქნება რეგულარული სახელშეკრულებო პერიოდის განმავლობაში.
  • თანხის გადახდა მოხდება ყოველ ჯერზე შესყიდული საქონლის მიწოდებიდან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. (კონკრეტული ტენდერის პირობებში).
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ფასები ჩაწეროთ შესაბამის გრაფაში, მაგალითად: ჰიგიენური საშუალებების ტენდერის დეტალური აღწერის მიხედვით პუნქტი #1-ში მიეთითება აქანდაზის ღირებულება პუნქტ #2-ში – ცოცხის და ა.შ.
  • გთხოვთ ფასები მიუთითოთ ლარებში შესაბამისი პუნქტის გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და ხუთი თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და ოცდათხუთმეტი თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და ორმოცდახუთი თეთრი) და ა.შ;
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მიმწოდებელს შეუძლია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში “შეკითხვები შემსყიდველს”.
  • განთავსებული შემოთავაზებები მიმწოდებლებისთვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 9 თებერვალი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=523&lang=geo