ავერსი

ტენდერი იატაკის დაგების თაობაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა: 06 ივნისი, 2014

დრო: 17:30
ტენდერის აღწერილობა:

შპს "ავერსის კლინიკა" აცხადებს ტენდერს ავერსის კლინიკისთვის ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზ. N27/ბ-ში, შპს "ავერსის კლინიკა"-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №01.10.15.007.055), განთავსებული შენობის პირველ სართულზე (ლაბორატორიის განყოფილებაში) იატაკის დაგების თაობაზე.

  • შესასრულებელი სამუშაოებისა და მასალის ჩამონათვალი მითითებულია სატენდერო განცხადების დანართში #1 (ხარჯთაღრიცხვა)
  • ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პირთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი მოცემულია დანართში №2


დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:

  • ხარჯთაღრიცხვა დანართის #1 სახით. დანართი #1. აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი, როგორც ამობეჭდილი ისე ელექტრონული სახით დისკზე ჩაწერილი - "ექსელის" ფორმატში
  • შესასრულებელი სამუშაოების მთლიანი ღირებულება (ღირებულება მითითებული უნდა იყოს დღგ-ს ჩათვლით) დანართის #1 სახით
  • სამუშაოების ღირებულების გადახდის პირობა
  • სამუშაოების შესრულების ვადა (შესრულების მთლიანი ვადა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარულ დღეს)
  • საგარანტიო პირობები (მასალაზე საგარანტიო პერიოდი არ უნდა იყოს 5 წელზე ნაკლები, ხოლო მომსახურებაზე 2 წელზე ნაკლები)
  • გამოყენებული მასალის დეტალური აღწერილობა (მათ შორის მასალის წარმომავლობა, შემადგენლობა, შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატები), წარმოშობის ქვეყანა, არ განიხილება ჩინეთში დამზადებული საქონელი/მასალა.


შენიშვნა: პრეტენდენტი, რომელსაც სამუშაოების ღირებულების გადახდის პირობაში ავანსის სახით სამუშაოთა საერთო ღირებულების 10%-ზე მეტი თანხის ჩარიცხვა აქვს გათვალისწინებული ან/და ეს თანხა აღემატება 5000 ლარს, ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე წარმოადგინოს საბანკო გარანტია დამკვეთთან შეთანხმებული ბანკიდან/სადაზღვევო კომპანიიდან.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინონ შემდეგ საბუთები:
  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  • საბანკო რეკვიზიტები
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 სამუშაო დღე)
  • ბოლო სამი წლის განმავლობაში, პრეტენდენტის მიერ ანალოგიური სამუშაოების შესრულების სია და მათგან ორი შემსყიდველი პირის რეკომენდაცია
  • შევსებული აფიდავიტი დანართის №3 სახით
  • წარმოადგინოს იატაკის საფარის ნიმუში


დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტენდენტის შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ.

თუ სამუშაოთა შესრულება/საქონლის მიწოდება იგეგმება ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მეშვეობით, პრეტენდენტის მიერ ასევე წარმოდგენილ უნდა იქნას ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ მონაცემები, ზემოაღნიშნული საბუთების სახით.

სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასების კრიტერიუმები არის შემდეგი:

  • ხარისხი
  • ღირებულება
  • სამუშაოების შესრულების/მიწოდების ვადა
  • ანგარიშსწორების პირობა


შერჩეულ პრეტენდენტ(ებ)ს, სატენდერო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, მეორე ეტაპზე მოეთხოვება(თ) შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის
  • ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება
  • საგადასახადოს სარეგისტრაციო კოდი და გადამხდელის სტატუსი - "დღგ"-ს გადამხდელი ან "შეღავათების მქონე გადამხდელი"
  • ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ
  • დამკვეთის/მყიდველის მოთხოვნით, ასევე შესაძლებელია პრეტენდენტებს მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა
ტენდერის ჩაბარების პირობები:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა სატენდერო წინადადება თანდართულ მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან ერთად, ორ ეგზემპლარად (ერთი დედანი, ერთი ასლი) უნდა წარმოადგინონ ერთ დალუქულ კონვერტში. კონვერტზე მიუთითეთ, ტენდერის დასახელება, პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია.

სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

სატენდერო წინადადების თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად დალუქული კონვერტით მიღება განხორციელდება 2014 წლის 28 მაისიდან 2014 წლის 06 ივნისის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე, ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 27/ბ. დოკუმენტაციის მიღება წარმოებს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა), ხოლო 2014 წლის 06 ივნისს, 17:30 საათამდე.

სატენდერო კომისიის სხდომა გაიმართება 2014 წლის 06 ივნისს 17:00 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 27/ბ. პრეტენდენტთა წარმომადგენლები უნდა გამოცხადდნენ ვაჭრობის ეტაპზე 06 ივნისს 17:30 საათზე, შემდგედ მისამართზე: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 27/ბ.

ტენდერთან დაკავშირებულ საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის მიღება, საჭიროების შემთხვევაში ადგილზე დათვალიერება, ინფორმაციის დაზუსტება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე:

ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 27/ბ
საკონტაქტო პირები - გიორგი ფაციაშვილი
ტელ: 577 27 47 44
ელ. ფოსტა: giorgi.patsiashvili@aversi.ge

მიმაგრებული დოკუმენტი:

მიმაგრებული დოკუმენტი

ტენდერს თან ახლავს მიმაგრებული დოკუმენტი