შპს საქნახშირი

ტენდერი ქვანახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკისათვის სხვადასხვა საქონლის შესყიდვაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა: 09 თებერვალი, 2016

დრო: 17:00

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)“ აცხადებს დახურულ ტენდერს # 39-MINE_FEB-02-09
შესყიდვის საგანი: ქვანახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკისათვის სხვადასხვა საქონელი
ჩაბარების ვადა: 9 თებერვალი, 2016
დრო: 17:00
ტენდერი # 39-MINE_ FEB-02-09

საქონლის დასახელება:

  • ქვანახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკისათვის სხვადასხვა საქონელი (დანართში წარმოდგენილი სპეციფიკაციის მიხედვით)

საკვალიფიკაციო მონაცემები: 

1. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობებს და ინფორმაციას: 
იურიდიული პირებისათვის:

  • ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან რომ არ ხორციელდება იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან იურიდიული პირის ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ.
  • რეკვიზიტები (მისამართები, როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური, ფაქტიური, ელექტრონული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები და სხვა)
  • ანგარიშსწორების პირობები:
  • მოწოდების ვადა: არაუგვიანეს 20 თებერვალი, 2016
  • ფასების ცხრილი, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული დამატებითი ინფორმაციის შესაბამისად
  • ფასების ცხრილის ელექტრონული ვერსია CD დისკზე

2. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უფლებამოსილი პირის მიერ

სატენდერო წინადადების ფასი:

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადების ფასი უნდა შეიცავდეს საქონლის მოწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯსა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადებების წარდგენის წესი, ვადა, ადგილი და ენა: 

შემსყიდველ ორგანიზაციაში პრეტენდენტების მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაციის და სატენდერო წინადადების წარდგენის ვადაა განცხადების გამოქვეყნების დღიდან 2016 წლის 9 თებერვლის 17:00 საათამდე. საკვალიფიკაციო მონაცემები და სატენდერო წინადადება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარმოდგენილი ერთად, ერთ დახურულ კონვერტში ორ ეგზემპლარად (ერთი დედანის და ერთი – ქსეროასლის სახით) შემდეგ მისამართზე: ქ. ტყიბული, თაბუკაშვილის ქ. #13, მე-3 სართული 

გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი:

  • კომპანიის დასახელება
  • საკონტაქტო ინფორმაცია ( ტელეფონი, საკონტაქტო პირი)
  • ტენდერის ნომერი
  • წარწერა ,,კონფედენციალურია,,
  • გთხოვთ მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე და დასვათ კომპანიის ბეჭედი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

სატენდერო წინადადების, სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური მოთხოვნებთან შეუსაბამობა: 

დასაშვებია პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში დაზუსტდეს, შეივსოს, ან წარდგენილ იქნას სატენდერო განცხადებაში მოთხოვნილი საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია სატენდერო წინადადების არსის შეუცვლელად, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში სატენდერო წინადადება არ დაიშვება შეფასებაზე. 

ტენდერის ჩატარების წესი და პირობები: 

1. სატენდერო კომისია განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტის შეფასებას და შერჩევას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
2. ტენდერის შედეგად გამოვლინდება გამარჯვებული, რომელთანაც დაიდება ჩარჩო ხელშეკრულება. 

ალტერნატიული სატენდერო წინადადებების შესახებ: 

დაუშვებელია ალტერნატიული სატენდერო წინადადების წარმოდგენა. 

შემსყიდველი ორგანიზაციის რეკვიზიტები: 

1. შპს "საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)“, ქ. ტყიბული, თაბუკაშვილის ქ. #13, სს "საქართველოს ბანკი", ანგარიშის # GE34BG0000000148358400 ბანკის კოდი: BAGAGE22, საიდ. კოდი: 230868120.
2. დამატებითი ინფორმაციის (მათ შორის მუშა ნახაზების) მიღება შესაძლებელია სატენდერო აპარატის შემდეგი წევრისაგან: ბექა ბალავაძე ტელ: 591 402415, ელ-ფოსტა: beqa_balavadze@saqnakhshiri.ge

მიმაგრებული დოკუმენტი:

მიმაგრებული დოკუმენტი

ტენდერს თან ახლავს მიმაგრებული დოკუმენტი