ჩაბარების ვადა:

25 თებერვალი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1102 - ტენდერი ავტო გაზგასამართ სადგურებზე ვიდეოსაკონტროლო, დაშვების სისტემების შესყიდვისა და მონტაჟის თაობაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს„ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს ავტო გაზ გასამართ სადგურებზე ვიდეოსაკონტროლო, დაშვების სისტემების შესყიდვისა და მონტაჟის; ვიდეოსაკონტროლო სისტემების მომსახურების თაობაზე

სამუშაოების ჩატარება შპს ნეოგაზი-ს კუთვნილ ავტო გაზგასამართ სადგურებზე ქვეყნის მასშტაბით:

  • თბილისი: დიღომი, საბურთალო(უნივ.ქ.), საბურთალო (ქავთარ.ქ.), საბურთალო (ბაქტერიოფაგის მიმდებარე ტერიტორია), აეროპორტი, ვარკეთილი
  • რეგიონები: ნატახტარი, მარნეული, ლოჭინი, ველისციხე, თელავი, ხაშური, ზესტაფონი, ქუთაისი (გუგუნავა), ქუთაისი (ქვიტირი),სამტრედია.
  • ჯამში - 16 ლოკაცია.

შესყიდვის ობიექტის სპეციფიკაცია:

  • ვიდეო საკონტროლო სისტემა - უნდა შეეძლოს სრული პერიმეტრის კონტროლი; საშუალოდ 5 ცალი ვიდეო კამერა ერთ ობიექტზე.
  • დაშვების სისტემის მოდული - ანტივანდალური, ნესტგამძლე, რეგისტრატორის გარეშე. კარის მექანიკური მიმხურის (შვეიცარი) ჩათვლით.
  • ვიდეოსაკონტროლო სისტემის მომსახურება - არსებული და ახალი ვიდეოსაკონტროლო სისტემების ერთ წლიანი ტექნიკური მომსახურება თითოეული სადგურისთვის.

შპს ნეოგაზი იწვევს ანალოგიური გამოცდილების მქონე დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დაინტერესებულმა პირებმა თითოეული სადგურის მდგომარეობა უნდა შეაფასონ ადგილზე, რის შემდეგაც უნდა წარმოადგინონ წინადადება.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იყოს:

  • ფინანსური წინადადება;
  • ტექნიკური წინადადება;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ინფორმაცია შემოთავაზებული აპარატურისხარისხისა (სერთიფიკატები, პასპორტები, მწარმოებელი ქვეყანა) და საგარანტიო პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ (პირველი და მეორე პოზიციებისთვის);

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენიდოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტიორგანიზაციისრეკვიზიტები (იურიდიულისახელწოდება, სრულირეკვიზიტები საბანკო რეკვიზიტების ჩათვლით;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, ოთავსებული უნდა იყოს დალუქულკ ონვერტში, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება. წინადადებების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზეv_maisuradze@giec.ge. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 25 თებერვლის 17:00 საათამდე. შედეგები ცნობილი იქნება 2016 წლის 29 თებერვალს.
  • გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი-40%; ტექნიკური წინადადება და შემოთავაზებული პროდუქციის სპეციფიკაცია - 30%; საგარანტიო პირობები - 10%;შესრულების ვადა - 10 %; გადახდისპირობა- 10%.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/დადაგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომრებზე: ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: 591117047, საკონტაქტო პირი - გიორგი ბეჟუაშვილი; 599 09 56 21, საკონტაქტო პირი - გელა გეგეჭკორი; დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: 551112222. საკონტაქტო პირი - ვასილ მაისურაძე; წინადადებების ჩაბარება უნდა მოხდეს ვასილ მაისურაძის სახელზე.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ