ავერსის კლინიკა

ტენდერი მრავალპროფილური კლინიკის სამშენებლო/სარემონტო სამუშაოებზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა: 18 თებერვალი, 2016

დრო: 17:00

ტენდერის აღწერილობა:

შ.პ.ს „ავერსის კლინიკა“ აცხადებს ტენდერს ქ. მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე (მიწის საკადასტრო კოდი 83.02.01.712) მრავალპროფილური კლინიკის სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების შესრულებისათვის პირის შერჩევის მიზნით

სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები უნდა ჩატარდეს შემდეგი მონაცემების მქონე შენობისთვის:

შენობის სართულების რაოდენობა – 5 სართული; ზომებით 48,8 X 15.0 მ. საპროექტო შენობის საძირკველი წერტილოვანია. შენობა წარმოადგენს კარკასულ ნაგებობას.
 - საპროექტო მოშენების ფართი 736.0 მ²
აქედან: ძირითადი შენობა ნაგებობის მოშენების ფართი 3480.0მ²
ძირითადი შენობის სასარგებლო ფართი 3230.0 მ² , აქედან: დამხმარე ფართი 230.0 მ², სამშენებლო მოცულობა 12143.0 მ³.
შენობის მაქსიმალური სიმაღლე 20.0 მ. აქედან 0.00 ნიშნულის ზევით 16,7მ., 0.00 ნიშნულის ქვევით 3,3 მ.
შენობა: მე – 3 კლასი

სატენდერო განცხადებას დანართების სახით ერთვის:

  • ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პირთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი – დანართი №1;
  • აფიდავიტი – დანართი №2;
  • ლოკალურ–რესურსული ხარჯთაღრიცხვა #1-1, სამშენებლო სამუშაოები;
  • ლოკალურ–რესურსული ხარჯთაღრიცხვა #1-2, წყალსადენ–კანალიზაცია;
  • ლოკალურ–რესურსული ხარჯთაღრიცხვა #6-1, გარე წყალსადენი.

ტენდერი ითვალისწინებს სამშენებლო კომპანიის შერჩევას გამოცდილების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით, რისთვისაც დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვებ გვერდზე www.etenders.ge ელექტრონულად უნდა ატვირთონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • საბანკო რეკვიზიტები;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 სამუშაო დღე);
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 სამუშაო დღე);
  • ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, პრეტენდენტის მიერ შესრულებული ანალოგიური სამუშაოების სია;
  • დამკვეთი პირის სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ 2 დამკვეთის მიერ გაცემული);
  • მონაცემები მატერიალურ–ტექნიკური ბაზის შესახებ;
  • სამუშაოების შესრულების ვადა, გეგმა–გრაფიკი;
  • გადახდის პირობა;
  • საგარანტიო ვადა შესრულებულ სამუშაოებზე;
  • შევსებული აფიდავიტი დანართის №2 სახით;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის.
  • ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
  • საგადასახადოს სარეგისტრაციო კოდი და გადამხდელის სტატუსი - "დღგ"-ს გადამხდელი ან "შეღავათების მქონე გადამხდელი";

წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტედენტის შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ.

შენიშვნა: ხარჯთაღრიცხვის ცხრილში ზოგიერთ მასალაზე მითითებულია ფასი. პრეტედენტი ვალდებულია სამშენებლო მასალების ფასები წარმოადგინოს კლინიკის მიერ დადგენილი სამშენებლო მასალების პირობითი ფასების ჩამონათვალის შესაბამისად.

თუ სამუშაოთა შესრულება იგეგმება ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მეშვეობით, პრეტედენტის მიერ ასევე წარმოდგენილ უნდა იქნას ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ მონაცემები, ზემოაღნიშნული საბუთების სახით.

შენიშვნა: პრეტენდენტს, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული შ.პ.ს. „ავერსის კლინიკა“–ს მიერ ბოლო 2 თვის განმავლობაში ჩატარებულ ტენდერში და წარმოდგენილი აქვს ზემოაღნიშნული საბუთები, არ ევალება მოცემულ ტენდერში მონაწილეობისათვის დამატებით წარმოადგინოს მითითებული დოკუმენტაცია, გარდა აფიდავიტისა, მატერიალურ–ტექნიკური ბაზის შესახებ მონაცემებისა; გადახდის პირობასა, საგარანტიო და სამუშაოების შესრულების ვადისა და გეგმა–გრაფიკისა. წინამდებარე გამონაკლისი არ ვრცელდება იმ პრეტენდენტზე, რომლის მონაცემებშიც შევიდა ცვლილება მითითებული პერიოდის განმავლობაში.

დამკვეთის მოთხოვნით, ასევე შესაძლებელია პრეტენდენტებს მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა.

პრეტენდენტმა ელ.ტენდერში მონაწილეობის მისაღებად, ავერსის კლინიკის ცენტრალურ ოფისში (ქ. თბილისი, ვაჟა–ფშაველას გამზ. #27ბ), 2016 წლის 18 თებერვალს 12:00 სთ–მდე უნდა წარმოადგინოს სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტია ბანკის ან სადაზღვევო კომპანიის გარანტიის სახით, 5000 ლარის ოდენობით (სატენდერო წინადადების გარანტიის ვადა – წარმოდგენიდან არანაკლებ ერთი თვე).

სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენის შემდეგ, პრეტედენტი ტვირთავს სატენდერო წინადადებას, რომელიც უნდა მოიცავდეს პროექტის ღირებულებას (ხარჯთაღრიცხვა), შესრულების ვადას და გამოყენებული მასალ(ებ)ის დეტალურ აღწერილობას (მათ შორის მასალ(ებ)ის წარმომავლობა, შემადგენლობა, შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატები).

აღნიშნული დოკუმენტაცია დაინტერესებულმა პირმა საიტზე უნდა ატვირთოს 18 თებერვალს 14:00 სთ–დან 17:00 სთ–მდე.

ელექტრონული ვაჭრობა გაიმართება 2016 წლის 18 თებერვალს, 17:00 სთ–ზე. შესყიდვის ობიექტის საწყის ფასად განსაზღვრულია 560 000 ლარი, დღგ–ს ჩათვლით.

ვაჭრობის ეტაპის დასრულების შემდეგ, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ტენდერში დაფიქსირებული საბოლოო ფასის შესაბამისი კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას მოეთხოვება:

  • ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია – ბანკიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან გარანტიის წარმოდგენა სამშენებლო/სარემონტოსამუშაოების ღირებულების 5%–ის ოდენობით (სამუშაოების შესრულების ვადას აღემატებოდეს 1 თვით).
  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან გარანტიის წარმოდგენა – საავანსო თანხის ღირებულების ოდენობით.
  • სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, ელექტრო ენერგიისა და წყლისხარჯის გადახდა.

შენიშვნა: დამკვეთს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება შემსრულებლის მხრიდან სამუშაოების შესრულების ვადების 2 კვირითა და მეტით დარღვევის შემთხვევაში.

სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

წინამდებარე ტენდერის საფუძველზე პრეტედენტ(ებ)ის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილულ იქნება მხოლოდ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში. ამასთან, წინამდებარე სატენდერო განცხადების საფუძველზე პრეტედენტ(ებ)ის მიერ სატენდერო წინადადების (შესაბამისი დოკუმენტაციისა და მათ შორის პერსონალური მონაცემების) წარმოდგენა ადასტურებს პრეტედენტ(ებ)ის თანხმობას აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.

საკონტაქტო პირები:

1) ნიკა ეროპკინი, ტელ: 577 27 47 88, ელ. ფოსტა: nika.eropkini@aversi.ge;
2) გია პაიჭაძე, ტელ: 599 57 79 20; ელ. ფოსტა: giorgi.paichadze@aversi.ge;
3) მარიამ გამხიტაშვილი, ტელ: 558 10 13 30, ელ. ფოსტა: mari.gamkhitashvili@aversi.ge;

მიმაგრებული დოკუმენტი:

მიმაგრებული დოკუმენტი

ტენდერს თან ახლავს მიმაგრებული დოკუმენტი