ჩაბარების ვადა:

12 თებერვალი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1108 - ტენდერი სარემონტო სამუშაოების ჩატარებისთვის

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს კომპანიების შერჩევას  სათაო ოფისში, ფილიალებსა და სერვის ცენტრებში სარემონტო სამუშაოების ჩატარებისთვის.

2016 წლის განმავლობაში „ლიბერთი ბანკს“ დაგეგმილი აქვს სათაო ოფისში, სერვის ცენტრებსა და ფილიალებში სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოების ჩატარება. ფილიალები და სერვის ცენტრები განლაგებულია როგორც თბილისში, აგრეთვე მთელი საქართველოს მასშტაბით.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ:

  • კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 3 წელიწადია დაფუძნებული) ყველა დამფუძნებლის და მფლობელის ინფორმაციის მითითებით,
  • მსხვილი შესრულებული პროექტების ჩამონათვალი ფოტოალბომით, მინიმუმ 3,
  • კომპანიის 2014-2015 წლების ფინანსური ბრუნვა საბანკო ამონაწერის სახით წარმოდგენილი და პასუხისგებელი პირის მიერ დამოწმებული (თანხა არანაკლენ 1 000 000 ლარის ოდენობით),
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ,
  • შესრულებულ საქმეებზე დამკვეთი ორგანიზაციებისგან სარეკომენდაციო წერილები,
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები,

გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, რომ განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 12 თებერვალი, 2016 წ. საღამოს 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ”ლიბერთი ბანკი”, ი. ჭავჭავაძის 74, თბილისი 0162

გთხოვთ შემოთავაზებები მოგვაწოდოთ კონვერტში და გარედან კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (კომპანიების შერჩევა სარემონტო სამუშაოების ჩატარებისთვის)

საკონტაქტო პირი: თორნიკე ტოგონიძე 595 512429

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ