ჩაბარების ვადა:

17 თებერვალი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1112 - ტენდერი სათავო ოფისის კაფეტერიის მართვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს სათავო ოფისში განთავსებული კაფეტერიის მართვაზე.

ტენდერი ჩატარდება ორ ეტაპად: მომსახურე კომპანიის შერჩევა განხორციელდება წარმოდგენილი წერილობითი შეთავაზების მიხედვით.

კაფეტერიის აღწერა და ბანკის მოთხოვნები იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში.

წარსადგენი დოკუმენტაცია

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
  • სარეკომენდაციო წერილები
  • ცნობები: ბანკებში ანგარიშების შესახებ, ბოლო ერთი წლის ამონაწერი ნაშთების შესახებ.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 4 თებერვლიდან - 17 თებერვალის ჩათვლით.
  • სატენდერო შეთავაზება უნდა განთავსდეს დახურულ კონვერტში და ჩაბარებულ იქნას საქართველოს ბანკის კანცელარიაში თამარ კეკლიას სახელზე, 17 თებერვალს 17 საათამდე (მისამართი: გაგარინის 29ა).
  • გამარჯვებულის გამოვლენამდე პრეტენდენტი ვალდებულია მოაწყოს დეგუსტაცია ბანკის სათაო ოფისში.
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 6 თვიანი საგამოცდო ხელშეკრულება.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით თამარ კეკელიას +995 555 97 57 07

ბმული საქართველოს ბანკის სათავო ოფისის კაფეტერიის მართვაზე ტენდერის გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=533&lang=geo