ჩაბარების ვადა:

19 თებერვალი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1113 - ტენდერი ამწეების სადიაგნოსტიკო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორი ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს ხიდურა ამწეების სადიაგნოსტიკო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე

სამუშაოების ჩატარების ადგილმდებარეობა:

  • საქართველო, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. ვეჯინი - ალაზანი ჰეს-ი;
  • საქართველოს, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. ვეჯინი - ალაზანი 2 ჰეს-ი;
  • საქართველო, გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. ქვეში - ტირიფონი ჰეს-ი;
  • საქართველო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. გომი - ბჟუჟა ჰეს-ი.

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დაინტერესებულმა თითოეული ამწისთვის ადგილზე უნდა შეისწავლონ სიტუაცია და ამის შემდგომ უნდა წარმოადგინონ წინადადება.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • შემოთავაზებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა ეროვნულ ვალუტაში (პრეტენდენტმა აუცილებლად უნდა მიუთითოს ფასი დღგ-ს ჩათვლით არის მოცემული, თუ გარეშე);
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია სამუშაოს შესრულების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, რეკვიზიტები საბანკო რეკვიზიტების ჩათვლით;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება; პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. წინადადებების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე v_maisuradze@giec.ge. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 19 თებერვლის 17:00 საათამდე.
  • გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი - 50%; სამუშაოს შესრულების ვადები - 30%; გადახდის პირობები - 10%; ანალოგიური გამოცდილება - 10%.
  • შედეგები ცნობილი გახდება 2016 წლის 22 თებერვალს.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე; 591931010, საკონტაქტო პირი თეიმურაზ ჩიჩუა. წინადადებების ჩაბარება/გაგზავნა უნდა მოხდეს ვასილ მაისურაძის სახელზე.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ