ჩაბარების ვადა:

19 თებერვალი 2016, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T1119 - ტენდერი მეტალო–პლასტმასის ფანჯრების დამზადება/მონტაჟზე

ტენდერის აღწერილობა:

შ.პ.ს „ავერსის კლინიკა“ აცხადებს ტენდერს ქ. მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე (მიწის საკადასტრო კოდი 83.02.01.712) მრავალპროფილური კლინიკის ფასადის მეტალო–პლასტმასის ფანჯრების დამზადება/მონტაჟის შესრულებისათვის პირის შერჩევის მიზნით

სამონტაჟო სამუშაოები უნდა ჩატარდეს შემდეგი მონაცემების მქონე შენობისთვის:

შენობის სართულების რაოდენობა – 5 სართული; ზომებით 48,8 X 15.0 მ. საპროექტო შენობის საძირკველი წერტილოვანია. შენობა წარმოადგენს კარკასულ ნაგებობას.
 - საპროექტო მოშენების ფართი 736.0 მ²
აქედან: ძირითადი შენობა ნაგებობის მოშენების ფართი 3480.0მ²
ძირითადი შენობის სასარგებლო ფართი 3230.0 მ² , აქედან: დამხმარე ფართი 230.0 მ², სამშენებლო მოცულობა 12143.0 მ³.
შენობის მაქსიმალური სიმაღლე 20.0 მ. აქედან 0.00 ნიშნულის ზევით 16,7მ., 0.00 ნიშნულის ქვევით 3,3 მ.
შენობა: მე – 3 კლასი

აუცილებელი მოთხოვნა მეტალო–პლასტმასის ფანჯრებისთვის არის ენერგოეფექტურობა:

  • ოთხკამერიანი პროფილი.
  • 20 მ.მ–ანი მინაპაკეტი (4x12x4)

შენიშვნა: ფასადის მოწყობა ხდება პენოპოლისტიროლის პანელებით, აღნიშნული მასალა გამოირჩევა მაღალი ენერგოეფექტურობით.

მასალის სპეციფიკიდან გამომდინარე ფანჯრების მონტაჟი უნდა მოხდეს ფასადის შემსრულებელის ზედამხედველობით.

სატენდერო განცხადებას დანართების სახით ერთვის:

  • ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პირთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი – დანართი №1;
  • აფიდავიტი – დანართი №2;
  • სპეციფიკაცია – დანართი №3;

ტენდერი ითვალისწინებს კომპანიის შერჩევას გამოცდილების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით, რისთვისაც დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვებ გვერდზე www.etenders.ge (ტენდერის # 45268) ელექტრონულად უნდა ატვირთონ შემდეგი დოკუმენტაცია 2016 წლის 19 თებერვალს 15:00 სთ–მდე: 

  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • საბანკო რეკვიზიტები;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 სამუშაო დღე);
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 სამუშაო დღე);
  • ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, პრეტენდენტის მიერ შესრულებული ანალოგიური სამუშაოების სია;
  • დამკვეთი პირის სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ 2 დამკვეთის მიერ გაცემული);
  • მონაცემები მატერიალურ–ტექნიკური ბაზის შესახებ;
  • სამუშაოების შესრულების ვადა, გეგმა–გრაფიკი;
  • გადახდის პირობა;
  • საგარანტიო ვადა შესრულებულ სამუშაოებზე;
  • შევსებული აფიდავიტი დანართის №2 სახით;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის.
  • ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
  • საგადასახადოს სარეგისტრაციო კოდი და გადამხდელის სტატუსი - "დღგ"-ს გადამხდელი ან "შეღავათების მქონე გადამხდელი";

წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტედენტის შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ.

თუ სამუშაოთა შესრულება იგეგმება ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მეშვეობით, პრეტედენტის მიერ ასევე წარმოდგენილ უნდა იქნას ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ მონაცემები, ზემოაღნიშნული საბუთების სახით.

შენიშვნა: პრეტენდენტს, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული შ.პ.ს. „ავერსის კლინიკა“–ს მიერ ბოლო 2 თვის განმავლობაში ჩატარებულ ტენდერში და წარმოდგენილი აქვს ზემოაღნიშნული საბუთები, არ ევალება მოცემულ ტენდერში მონაწილეობისათვის დამატებით წარმოადგინოს მითითებული დოკუმენტაცია, გარდა აფიდავიტისა, მატერიალურ–ტექნიკური ბაზის შესახებ მონაცემებისა; გადახდის პირობასა, საგარანტიო და სამუშაოების შესრულების ვადისა და გეგმა–გრაფიკისა. წინამდებარე გამონაკლისი არ ვრცელდება იმ პრეტენდენტზე, რომლის მონაცემებშიც შევიდა ცვლილება მითითებული პერიოდის განმავლობაში.

დამკვეთის მოთხოვნით, ასევე შესაძლებელია პრეტენდენტებს მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა.

შენიშვნა: ტენდერი ტარდება "1 კონვერტის პრინციპით", რომელიც არ ითვალისწინებს ვაჭრობის ეტაპს( ერთი კონვერტის პრინციპის ჩატარების წესებისათვის იხილეთ http://etenders.ge/Page/Instructions) შესაბამისად, პრეტედენტ(ებ)ის მიერ სატენდერო განცხადებაში უნდა მიეთითოს მათ მიერ მოწოდებული საქონლის საბოლოო ღირებულება.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას მოეთხოვება:

  • ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია – ბანკიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან გარანტიის წარმოდგენა სამშენებლო/სარემონტოსამუშაოების ღირებულების 5%–ის ოდენობით (სამუშაოების შესრულების ვადას აღემატებოდეს 1 თვით).
  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან გარანტიის წარმოდგენა – საავანსო თანხის ღირებულების ოდენობით.

შენიშვნა: დამკვეთს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება შემსრულებლის მხრიდან სამუშაოების შესრულების ვადების 2 კვირითა და მეტით დარღვევის შემთხვევაში

სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

წინამდებარე ტენდერის საფუძველზე პრეტედენტ(ებ)ის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილულ იქნება მხოლოდ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში. ამასთან, წინამდებარე სატენდერო განცხადების საფუძველზე პრეტედენტ(ებ)ის მიერ სატენდერო წინადადების (შესაბამისი დოკუმენტაციისა და მათ შორის პერსონალური მონაცემების) წარმოდგენა ადასტურებს პრეტედენტ(ებ)ის თანხმობას აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს:

1) ნიკა ეროპკინი, ტელ: 577 27 47 88, ელ. ფოსტა: nika.eropkini@aversi.ge;
2) მარიამ გამხიტაშვილი, ტელ: 558 10 13 30, ელ. ფოსტა: mari.gamkhitashvili@aversi.ge;

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ