ჩაბარების ვადა:

15 თებერვალი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1123 - ტენდერი კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვა/მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

ფონდი “ლიბერალური აკადემია-თბილისი” პროექტის „საქართველოს ეროვნული პლატფორმის მხარდაჭერა თანასწორი, ღია და დემოკრატიული საზოგადოებისთვის“ ფარგლებში აცხადებს ტენდერს კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე/მომსახურებაზე.

პროდუქციის ჩამონათვალი იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში.

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები გათავისუფლებული უნდა იყოს დღგ.-ს გადასახადისგან.
  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში: 
    1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი; 
    2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); 
    3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
  • ტენდერში მონაწილე კომპანიების მიმართ აუცილებელ პირობას წარმოადგენს: მწარმოებლის მიერ ავტორიზებული სერვისცენტრი საქართველოში, რომელსაც უნდა ჰქონდეს მინიმუმ 2 წლიანი ფუნქციონირების გამოცდილება საქართველოს ბაზარზე.
  • საგარანტიო მომსახურება (მწარმოებლის ქარხნული წლიანი 1 გარანტია);
  • მომწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს- ავტორიზირებული სერვის ცენტრი, მისამართების მითითებით.
  • მომწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს შეკვეთილი საქონლის მიწოდება დამკვეთის მიერ მითითებულ მისამართზე.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 08 თებერვლიდან - 2016 წლის 15 თებერვლის ჩათვლით;
  • თანხის გადახდა მოხდება შესყიდული საქონლის მიწოდებიდან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
  • დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ საკონტაქტო მობილურზე 599 55 11 28 ან ელექტრონულ ფოსტაზე np_events@ei-lat.ge
  • განთავსებული შემოთავაზებები მიმწოდებლებისთვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 15 თებერვალი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების გაგზავნა უნდა განხორციელდეს ფონდი "ლიბერალური აკადემია-თბილისის" ელექტრონულ ფოსტაზე np_events@ei-lat.ge და სათაური/Subject გრაფაში მიუთითოს დასახელება შემდეგი ფორმატით “კომპანიის 9 ნიშნა ს/კოდი-კომპიუტერული ტექნიკის შეთავაზება_20816“

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ