ჩაბარების ვადა:

16 მარტი 2016, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T1127 - ტენდერი გამაგრება-რეკონსტრუქციის სამუშაოებზე

ტენდერის აღწერილობა:

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი "ასოციაცია ატუ" აცხადებს ღია ტენდერს და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს.

შესყიდვის ობიექტია: ბათუმის ბოტანიკური ბაღის დამეწყრილი და მეწყერსაშიში უბმების გამაგრება-რეკონსტრუქციის სამუშაოები

სატენდერო დოკუმენტაციის გატანა შესაძლებელი იქნება 2016 წლის 12 თებერვლიდან 11:00 საათიდან 2016 წლის 23 თებერვლის 16:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ჭავჭავაძის გამზ #39ა, XI სართული, ოთახი #15. სატენდერო დოკუმენტაცია შედგენილი იქნება ქართულ ენაზე.

საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია:

იურიდიული პირებისათვის:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან ბოლო 15 დღის.
  • შედარების აქტი ბიუჯეტთან ელექტრონული წესი.
  • ინფორმაცია ძირითად თანამდებობებზე მომუშავეთა კვალიფიკაციის შესახებ (cv).
  • ინფორმაცია უკანასკნელი 3 წლის მანძილზე გაწეული ანალოგიური მომსახურების (სამუშაოების) შესახებ;

შენიშვნა: პრეტენდენტებმა საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი უნდა წარადგინონ თითო ეკზემპლიარად, დედნის ან ნოტარიულად დამოწმებული ასლის სახით. ყველა ცნობა რომელიც განსაზღვრული ვადითაა გაცემული წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი ვადის ფარგლებში. ცნობა, რომელზეც არ არის დადგენილი მოქმედების ვადა გაცემული უნდა იქნეს მე -3 პუნქტში მითითებული სატენდერო წინადადების წარდგენის თარიღამბდე არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა. საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი რომელიმე საბუთის წარუდგენლობის, მისი არასათანადო ფორმით წარდგენის ან მოყვანილი მონაცემების უზუსტების და/ან სიყალბის შემთხვევაში პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება. პრეტენდენტსა და შემსყიდველს შორის წარმოშობილი ნებისმიერი უთანხმოების გადაწყვეტა მოხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მოკლე ინსტრუქცია სატენდერო წინადადების შედგენის წესის შესახებ:

სატენდერო წინადადება შედგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. სატენდერო წინადადებაში წარმოდგენილი უნდა იქნას მონაცემები მომსახურების მეთოდოლოგიისა და საშუალებების შესახებ, რომლის საფუძველზეც შემდგომში საჭიროების შემთხვევაში შასაძლებელი გახდება სატენდერო დოკუმენტაციის და ტექნიკური პირობების დაზუსტება. სატენდერო წინადადების შეფასების მხედველობაში მიიღება პრეტენდენტის შესყიდვის ფასი, კვალიფიკაცია, გამოცდილება, სამუშაოების გრაფიკი, შემოთავაზებული მეთოდოლოგიისა და მიდგომების ეფექტურობა.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

პრეტენდენტმა წერილობით განაცხადი ტენდერში მონაწილეობის შესახებ, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სატენდერო წინადადება (სამუშაობის ღირებულება) და მუშაობის გრაფიკი, ერთ დახურულ კონვერტში, უნდა წარმოადგინოს 2016 წლის 11 მარტის 16:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ჭავჭავაზის გამზ. #39ა, XI სართული, ოთახი #15.

დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ სატენდერო კომისიის აპარატში: შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ა.ჭავჭავაძის გამზ. #39ა, XI სართული, ოთახი #15. ცნობისათვის დარეკეთ შემდეგ ნომერზე ტელ: 5. 99 91-95-91., 5. 99 68-78-38.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ