GEOCOR

ტენდერი წყალტუბოს რაიონში, სოფელ ფარცხანაყანებში არსებულ კოპიტნარის დევნილთა დასახლებაში, სასათბურე მეურნეობის მოწყობისათვის განსახორციელებელი სამუშაოების შესყიდვაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა: 22 თებერვალი, 2016

დრო: 15:00

ტენდერის აღწერილობა:

,,საქართველოს დახმარების კომიტეტი” - GEOCOR აცხადებს ტენდერს წყალტუბოს რაიონში, სოფელ ფარცხანაყანებში არსებულ კოპიტნარის დევნილთა დასახლებაში, სასათბურე მეურნეობის მოწყობისათვის განსახორციელებელი სამუშაოების შესყიდვაზე და იწვევს ყველა დაინტერესებულ კომპანიას/მეწარმე პიზიკურ პირს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

პროექტი ფინანსდება გაერთიანებული მეთოდისტების კომიტეტის ჰუმანიტარული მისიის მიერ. ,,საქართველოს დახმარების კომიტეტი” GEOCOR არის ჰუმანიტარული ორგანიზაცია, რომელიც ფუნქციონირებს სამართლიანობის, სუვერენიტეტის და ნეიტრალიტეტის პრინციპებზე დაყრდნობით.  

ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კომპანიებს და მეწარმე ფიზიკურ პირებს, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოში.

შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი

სათბურების მოსაწყობად წინა მოსამზადებელი სამუშაოები, რაც მოიცავს:

  • სასათბურე ტერიტორიის ფართობის გაწმენდით სამუშაოებს - 2000 კვ.მ.
  • სასათბურე ტერიტორიის მოსწორებას.
  • ტერიტორიაზე სასათბურე მიწის შეტანას, მოსწორებას - 120 კუ.მ.
  • სათბურების კონსტრუქციებს შორის 250 გრძ. მ სანიაღვრე არხების მოწყობას ზომებით: სიღრმე 0.8 მ, სიგანე 1.2 მ.
  • ტერიტორიის პერიმეტრის გამაგრებით სამუშაოებს
  • სათბურების საყრდენი ბოძებისათვის 275 ერთეული ორმოს გაჭრას ზომებით: სიღრმე 0.7 მ, დიამეტრი 0.6 მ

სათბურების მოწყობა, რაც მოიცავს:

  • კონსტრუქციებისათვის მეტალის მასალების დაჭრა/მომზადება/შედუღება
  • კონსტრუქციების ზედა თავების დუგების მოხრა/დაჭრა/შედუღება
  • კონსტრუქციების საყრდენი ბოძების დაჭრა, დაბეტონება 275 ერთეული
  • საყრდენ ბოძებზე სათბურების კონსტრუქციების მოწყობა/შედუღება
  • სათბურებისათვის სავენტილაციო სარკმელების მოწყობა - 24 ერთეული
  • სათბურების პერიმეტრების ბეტონის ცოკოლის მოწყობას 900 გრძ. მ, ზომებით: სიმაღლე-0.6 მ, სიგანე-0.3 მ
  • აწყობილი მეტალის კონსტრუქციების დაგრუნტვა
  • აწყობილი მეტალის კონსტრუქციების შეღებვა ანტიკოროზიული საღებავით - 2 ფენა
  • კონსტრუქციების დაფარვა დამცავი ფირით - ზედაპირი 1800 კვ.მ (12 მ * 50 მ * 3 ც), გვერდები 720 კვ.მ (120 მ * 2 მ * 3 ც)
  • სათბურებში ელექტროობის მონტაჟი: განათების ფარები, ელექტრო სადენების მიყვანა (ცენტრალური კვანძიდან დაშორება 250 მ).
  • დამცავი ფირის დამაგრება გადამჭიმი უჟანგავი ფოლადის მავთულით

მოსაწყობი სათბურების სპეციფიკაციები

  • სასათბურების მოწყობის ადგილი: წყალტუბოს რაიონი, სოფელი ფარცხანაყანები, კოპიტნარის დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორია. (დასახლებიდან დაშორება 850 მეტრი).
  • მოსაწყობი სათბურების ფართობი: 1500 კვ.მ.
  • მოსაწყობი სათბურების რაოდენობა: 3 ერთეული.
  • თითოეული სათბურის ფართობი: 500 კვ.მ
  • თითოეული სათბურის ზომები: სიგანე - 10 მ, სიგრძე - 50 მ, სიმაღლე - 4 მ.
  • სათბურების მეტალის კონსტრუქცია: შერეული ტიპის; მილ კვადრატი ზომებით 40X20X2 მმ, 30X20X2 მმ, მილი გარე დიამეტრი 45 მმ, ფურცლოვანა 20X3 მმ.
  • თითოეულ სათბურში სათბურის ფერმებს შორის დაშორება: მინიმუმ 4.0 მეტრი.
  • თითოეული სათბურის რკინის კონსტრუქციის საექსპლუატაციო ვადის გარანტია: მინიმუმ 10 წელი.
  • სამუშაოების შესრულების ვადა: 45 დღე
  • გადახდის პირობები: ეტაპობრივი.

ტენდერში მონაწილეობისათვის დაინტერესებულმა კომპანიებმა და მეწარმე ფიზიკურმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია/დოკუმენტაცია:

  • წერილი ტენდერში მონაწილეობის სურვილის შესახებ, რომელშიც აღნიშნული იქნება შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება.
  • სამუშაოების შესრულების ვადები.

შენიშვნა: წარმოდგენილი დოკუმენტები უნდა იყოს დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი

სატენდერო წინადადების შერჩევა და სხვა პირობები:

  • სატენდერო წინადადება გაიხსნება ,,საქართველოს დახმარების კომიტეტის“ GEOCOR სატენდერო კომიტეტის მიერ.
  • სატენდერო წინადადებები შეირჩევა შემოთავაზებული ფასის მიხედვით და სხვა სატენდერო პირობების გათვალისწინებით.
  • თუ არც ერთი კომპანიის/მეწარმე ფიზიკური პირის შემოთავაზება არ აკმაყოფილებს ტენდერის პირობებს, ,,საქართველოს დახმარების კომიტეტი“ იტოვებს უფლებას გამოაცხადოს ახალი ტენდერი იგივე ან სხვა პირობებით.
  • ,,საქართველოს დახმარების კომიტეტი“ იტოვებს უფლებას არ განაცხადოს საჯაროდ ტენდერში მონაწილე კომპანიების/მეწარმე ფიზიკური პირების შემოთავაზებები.
  • ტენდერში მონაწილეები არ იქნებიან უფლებამოსილნი ჩაასწორონ, შეცვალონ ან გამოითხოვინ წინადადება მათი ჩაბარების ვადის გასვლის შემდეგ.
  • ,,საქართველოს დახმარების კომიტეტი“ იტოვებს უფლებას უარყოს ნებისმიერი წინადადება ყოველგვარი ახსნა - განმარტების გარეშე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების წარდგენის პროცედურა

  • დაინტერესებულმა კომპანიებმა/მეწარმე ფიზიკურმა პირებმა უნდა წარმოადგინონ სატენდერო წინადადება ქართულ ენაზე, დაბეჭდილი კონვერტით, რომელზეც აღნიშნული იქნება ტენდერში მონაწილე კომპანიის/მეწარმე ფიზიკური პირის დასახელება და აღნიშვნა, რომ დოკუმენტები წარმოდგენილია გამოცხადებული ტენდერისათვის. სატენდერო წინადადებები უნდ წარადგინოთ შემდეგ მისამართზე: ქალაქი თბილისი, ჟიული შარტავას ქუჩა N18, III სადარბაზო, III სართული, ბინა N21, ,,საქართველოს დახმარების კომიტეტის“ - GEOCOR ოფისი. ოფისის ტელ: 0322 601941.
  • ტექნიკურ საკითხებზე შეგიძლიათ დაკავშირება ტელეფონზე: 599589497, კონსტანტინე გვეტაძე.

წინადადებების მიღების ბოლო ვადაა 15:00- 22.02.2016

აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი წინადადებები არ განიხილება