ჩაბარების ვადა:

19 თებერვალი 2016, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T1142 - ტენდერი გათბობა კონდიცირების სისტემის (VRF) შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ გიწვევთ VRF სისტემის შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

VRF სისტემის ტექნიკური აღწერა და მოთხოვნები აღწერილია დანართ I-ში, რომელიც თან ახლავს სატენდერო განცხადებას. ასევე დანართის სახით წარმოდგენილია ოფისის გათბობა კონდიცირების პროექტი და VRF ბლოკების განაწილების გეგმა. დაინტერესებულმა პირებმა სრულად უნდა შეავსონ დანართი I.

ტენდერი ჩატარდება შემდეგ ვადებში:

ტენდერის გამოცხადება - 11.02.2016
სატენდერო წინადადებების მიღება - 19.02.2016
გამარჯვებული პრეტენდენტის შერჩევა და შეტყობინების გაგზავნა - 24.02.2016
ხელშეკრულების გაფორმება - 27.02.2016

ტენდერში მონაწილეობისთვის გთხოვთ სრულად შეავსოთ თანდართული შემოთავაზების ფორმა.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არა უგვიანეს 2016 წლის, 19 თებერვლის, 18:00 საათისა, შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: tenders@aldagi.ge

კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: tenders@aldagi.ge

გისურვებთ წარმატებას.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ