ჩაბარების ვადა:

25 თებერვალი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1143 - ტენდერი კარტრიჯებსა და კარტრიჯის სახარჯ მასალებზე

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს კარტრიჯების და კარტრიჯის სახარჯი მასალების შესყიდვაზე

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

  • კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 3 წელიწადია დაფუძნებული) ყველა დამფუძნებლის და მფლობელის ინფორმაციის მითითებით;
  • სატენდერო წინადადება თანდართული ფასების ცხრილის მიხედვით;
  • ანგარიშსწორების პირობები;
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • მოთხოვნები საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების შესახებ;
  • საგარანტიო ვადები და პირობები;
  • მოწოდების ვადები და პირობები;
  • ლიცენზია/ნებართვა,სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;

განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.

წარმოდგენილ ფასებში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ხარჯი დაკავშირებული ყველა სახის გადასახდელებთან, ასევე შემსყიდველისადმი მიწოდებასთან და მის საკუთრებაში გადაცემასთან.

  • ეტაპობრივი შესყიდვის შემთხვევაში, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთწლიანი ხელშეკრულება;
  • საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების მოქმედების მანძილზე შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, 0162, სს „ლიბერთი ბანკი“.
  • ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ნიმუში ყველა მოთხოვნილ პოზიციაზე. ტენერში ვერ გაიმარჯვებს ის კომპანია, რომლის წარმოდგენილი ნიმუშის ხარისხი იქნება არადამაკმაყოფილებელი.
  • წლის განვალობაში შესასყიდი საქონლის რაოდენობები იხილეთ თან დართულ ფაილში (ფასების ცხრილში).
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანია, ვალდებულია სს „ლიბერთი ბანკში“ გახსნას მიმდინარე ანგარიში;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2016 წლის 25 თებერვალი, 17:00 საათი. ადგილმდებარეობა: სს „ლიბერთი ბანკი“, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, ქ.თბილისი, 0162.

გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ დალუქულ კონვერტში და მიუთითოთ: თქვენი კომპანიის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (ტენდერი კარტრიჯების და კარტრიჯის სახარჯი მასალების შესყიდვაზე).

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ:

ტელ: 591 28 42 02 ირაკლი ადამაშვილი; 599 88 08 17 ზაზა გოგსაძე
ელ-ფოსტა: irakli.adamashvili@libertybank.ge; zaza.gogsadze@libertybank.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ