ჩაბარების ვადა:

1 მარტი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1150 - ტენდერი პოლიგრაფიული და მარკეტინგული მასალების შეძენაზე

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს პოლიგრაფიული და მარკეტინგული მასალების შეძენაზე.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ:

  • კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 3 წელიწადია დაფუძნებული) ყველა დამფუძნებლის და მფლობელის ინფორმაციის მითითებით;
  • სატენდერო წინადადება თანდართული ფასების ცხრილის მიხედვით;
  • ანგარიშსწორების პირობები;
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • მოთხოვნები საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების შესახებ;
  • საგარანტიო ვადები და პირობები;
  • მოწოდების ვადები და პირობები;
  • ლიცენზია/ნებართვა,სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;

განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 1 მარტი, 2016 წ. 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ”ლიბერთი ბანკი”, ი. ჭავჭავაძის 74, თბილისი 0162

გთხოვთ შემოთავაზებები მოგვაწოდოთ კონვერტში და გარედან კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • სს „ლიბერთი ბანკი“-ს სატენდერო კომიტეტს (ტენდერი პოლიგრაფიული მომსახურების შეძენაზე)

წარმოდგენილ ფასებში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ხარჯი დაკავშირებული ყველა სახის გადასახდელებთან, ასევე საქონლის შემსყიდველისადმი (თბილისის ტერიტორიაზე) მიწოდებასთან და მის საკუთრებაში გადაცემასთან.

შესყიდვის ობიექტის რაოდენობა და ტექნიკური პირობები იხილეთ ფასების ცხრილში/ტექნიკურ პირობებში. ტენდერში შესაძლებელია ლოტების მიხედვით გამარჯვებულების გამოვლენა.

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს თითoეულ პოზიციაზე შემოთავაზებული საქონლის ნიმუში.

  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთწლიანი ხელშეკრულება;
  • საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების მოქმედების მანძილზე შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, 0162, სს „ლიბერთი ბანკი“.
  • ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ნიმუში ყველა მოთხოვნილ პოზიციაზე. ტენერში ვერ გაიმარჯვებს ის კომპანია, რომლის წარმოდგენილი ნიმუშის ხარისხი იქნება არადამაკმაყოფილებელი.
  • წლის განვალობაში შესასყიდი საქონლის რაოდენობები იხილეთ თან დართულ ფაილში (ფასების ცხრილში).
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანია, ვალდებულია სს „ლიბერთი ბანკში“ გახსნას მიმდინარე ანგარიში;

დამატებითი შეკითხვებისათვის მიმართეთ:

ქეთი ნონიაშვილი 595511811 – keti.noniashvili@libertybank.ge
ნინო თავაძე 599299124 – nino.tavadze@libertybank.ge
ირაკლი ადამაშვილი 591284202 – irakli.adamashvili@libertybank.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ