ჩაბარების ვადა:

23 თებერვალი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1154 - ტენდერი სტრუქტურული საკაბელო სისტემების ინსტალაციაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს სტრუქტურული საკაბელო სისტემების ინსტალაციაზე.

მომსახურების დასახელება:

  • სტრუქტურული საკაბელო სისტემების 1 ორმაგი წერტილის ინსტალაცია.

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს.
  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში: 
    1. საჯარო რეესტრიდან სამეწარმეო ამონაწერი; 
    2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); 
    3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.); საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება.
    4. კომპანიას უნდა ჰქონდეს შესაბამისი საქმიანობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება; ჯამურად კალენდარულ წელიწადში არანაკლებ 2000 წერტილის მონტაჟის, მათ შორის ერთ ობიექტზე არანაკლებ 300 წერტილის მონტაჟის დამადასტურებული ხელშეკრულებები;
    5. სატენდერო წინადადებას უნდა დაერთოს ინჟინრების კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები;
    6. სპეციპიკაციიდან გამომდინარე, კომპანია მზად უნდა იყოს სამონტაჟო საქმიანობის 24/7 მხარდაჭერისათვის;
    7. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სტრუქტურული საკაბელო სისტემის მოწყობის ტოპოლოგიური ნახაზი;
    8. გამოყენებული სამონტაჟო მასალების სრული ჩამონათვალი და მასალების ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება;
  • ქსელის მონტაჟი უნდა მოხდეს მშენებლობის პარალელურ რეჟიმში, თაბაშირ- მუყაოს კედლის მიღმა, გორფრირებული მილების გამოყენებით, ასევე რბილ იატაკში;
  •  დავალება წარმოდგენილია ნაგებობის პირობითი პროექტის საშუალებით (იხ. თანდართული ფაილები, სულ 53X2 ქსელის წერტილი).
  • გამოყენებული მასალებისა და ელემენტების მოკლე სპეციფიკაცია:
    Communication Rack
    Cat5e UTP solid cable
    Wall Mount Box double Keystone jack RJ45- თითოეული მომხმარებლისათვის.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 16 თებერვლიდან – 2016 წლის 23 თებერვლის ჩათვლით;
  • დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით თეა გიორგაძეს 599 91 50 78
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან მომსახურების შესყიდვა იქნება რეგულარული სახელშეკრულებო პერიოდის განმავლობაში.
  • თანხის გადახდა მოხდება ყოველ ჯერზე შესყიდული მომსახურების გაწევის და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. (კონკრეტული ტენდერის პირობებში).
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 6 თვიანი ხელშეკრულება;
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფაში პუნქტი #1-ის გასწვრივ; 
  • გთხოვთ, ფასები მიუთითოთ შესაბამისი პუნქტის გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;  
  • შემოთავაზებები მიმწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 23 თებერვალი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=541&lang=geo