ჩაბარების ვადა:

9 მარტი 2016, 13:00

სტატუსი:

დასრულებული

T1158 - ტენდერი სათბურისა და სასაწყობე შენობის მშენებლობაზე ვანის მუნიციპალიტეტში

ტენდერის აღწერილობა:

მერსი ქორფსი არის ჰუმანიტარული და განვითარების საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს პროგრამებს მსოფლიოს 48-ზე მეტ ქვეყანაში. მისი სათაო ოფისები განლაგებულია აშშ-ში, ორეგონის შტატში, ქ. პორტლანდში, და დიდ ბრიტანეთში, შოტლანდიაში, ქ. ედინბურგში. ორაგნიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.mercycorps.org

საქართველოში მერსი ქორფსმა უკვე განახორციელა არაერთი პროექტი, რომელსაც აფინანსებდა სხვადასხვა საერთაშორისო დონორის/კომპანიის მიერ, როგორიცაა USAID, BP, KfW, ევრო კომისიის, იაპონიის საელჩოს მიერ, ამჟამად მერსი ქორფსი ახორციელებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ პროგრამას „ფერმერული კოოპერატივების განვითარება საქართველოს სასოფლო მუნიციპალიტეტებში“, USAID -ის პროგრამას “ქალთა და გოგონათა ეკონომიკური გაძლიერება ქვემო-ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში“, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებულ პროექტებს სამცხე-ჯავახეთში, ქვემო-ქართლსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

მერსი ქორფის საქართველოს წარმომადგენლობა ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ პროგრამის „ფერმერული კოოპერატივების განვითარება საქართველოს სასოფლო მუნიციპალიტეტებში“ ფარგლებში აცხადებს ტენდერს სათბურისა და სასაწყობე ფართის მშენებლობაზე ვანის მუნიციპალიტეტში. 

ტენდერის ჩაბარების პირობები:

განაცხადის შემოტანა უნდა მოხდეს დახურულ კონვერტში, სადაც გარკვევით იქნება მითითებული რისთვისაა განკუთვნილი ეს განაცხადი და ვის მიერაა შემოტანილი. სატენდერო დოკუმენტაციის შემოსატანად მისამართი მოცემულია ქვევით.

სატენდერო დოკუმენტაციის შემოტანის ბოლო ვადაა 2016 წლის 9 მარტი 13:00 საათი.
პროექტის ადგილის დათვალიერება მოხდება 2016 წლის 26 თებერვალს 13:00 საათზე. მერსი ქორფს-ის ქუთაისის ქვე-ოფისიდან. (სამუშაოს განხორციელების ადგილის მონახულებაზე დასწრება სავალდებულოა.)
ტენდერის განხილვა ჩატარდება 2016 წლის 9 მარტს 13:00 საათზე, მერსი ქორფსის თბილისის ოფისში.

მისამართი: მერსი ქორფს-ის თბილისის ოფისი.
თბილისი, გ. გეგეჩკორის ქუჩა # 6.

საკონტაქტო პირი:
დავით მერაბიშვილი, 599 248 300 შესყიდვებისა და ლოჯისტიკის უფროსი ოფიცერი

*** მერსი ქორფს-ის წარმომადგენლობა საქართველოში არ იღებს პასუხისმგებლობას არანაირ ხარჯზე რომელსაც, ტენდერში მონაწილე ორგანიზაცია გაიღებს სატენდერო დოკუმენტაციის და მუშა ნახაზების მომზადებისათვის.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ