ჩაბარების ვადა:

25 თებერვალი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1160 - ტენდერი ალტერნატიული კვების წყაროების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს “საქართველოს ბანკი” აცხადებს ტენდერს ალტერნატიული კვების წყაროების შესყიდვაზე.

მოსაწოდებელი საქონლის ჩამონათვალი გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში. 

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს.
  • მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში: 
    1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი 
    2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) 
    3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.)
  • მიმწოდებელმა ვებ-გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება (მათ შორის პროდუქტის ნიმუშების ამსახველი სურათები PDF ან Word ფორმატში);
  • საგარანტიო  მომსახურება (გარანტია 1 წელი);
  • UPS (უწყვეტი კვების წყარო) უნდა იყოს გარე აკუმულატორთან თავსებადი (მონტაჟი);

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 18 თებერვლიდან - 2016 წლის 25 თებერვლის ჩათვლით.
  • ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაუკავშირდით ავთანდილ სალუქვაძეს - ტელ: 2 444 444 (4252); მობ: (577) 740283;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან სახელშეკრულებო ვადა განისაზღვრება 6 (ექვსი) თვის პერიოდით.
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან საქონლის/მომსახურების შესყიდვა იქნება რეგულარული სახელშეკრულებო პერიოდის განმავლობაში.
  • თანხის გადახდა მოხდება ყოველ ჯერზე შესყიდული საქონლის მიწოდებიდან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 25 თებერვალი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=543&lang=geo