ჩაბარების ვადა:

4 მარტი 2016, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T1163 - ტენდერი პოლიგრაფიულ მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს “პროკრედიტ ბანკი” მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. „პროკრედიტ ბანკი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. „პროკრედიტ ბანკი“ საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის ნაწილია, რომელიც მსოფლიოს 3 კონტინენტზე მდებარე ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს აერთიანებს. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

სს "პროკრედიტ ბანკი" აცხადებს ტენდერს  პოლიგრაფიულ მომსახურებაზე.

თანდართულ  ფაილებში  შეგიძლიათ  იხილოთ:

  • ტენდერის ძირითადი მოთხოვნები (სპეციფიკაცია);
  • სააპლიკაციო ფორმა;
  • სერთიფიკატების ჩამონათვალი;

ტენდერის ძირითადი მოთხოვნები

  • პოლიგრაფიული მასალის ბეჭდვა დანართის მიხედვით
  • გამარჯვებულის არჩევისას უპირატესობა მიენიჭება პროდუქციას რომელიც დაბეჭდილი სერტიფიცირებულ ქაღალდზე (სერტიფიკატების სავარაუდო ჩამონათვალი იხ. მიბმულ ფაილში)
  • ტენდერში მონაწილე კომპანიას უნდა ჰქონდეს მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება.
  • საჭიროების შემთხვევაში კომპანიამ უნდა მოახდინოს მასალის ტრანსპორტირება საქართველოს მასშტაბით წინასწარ შეთანხმებულ მისამართებზე (ქალაქების ჩამონათვალი იხ. სპეციფიკაციაში)
  • გამარჯვებულთან გაფორმდება 2 წლიანი ხელშეკრულება.

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • ფასები თანდართული სპეციფიკაციის მიხედვით. ***
  • ანგარიშსწორების პირობები;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ. თანდართულ ფაილში);
  • თანდართული სპეციფიკაციის ელექტრონული ვერსი (CD დისკზე)
  • კომპანიებმა უნდა წარადგინონ საკუთარ სტამბაში დაბეჭდილი მარკეტინგული მასალის ნიმუში (ბუკლეტი, ფლაერი და ა.შ)

*** ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);

ტენდერის ჩაბარების პირობები:

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ. ფოსტა);
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება (ფინანსური კონტროლის ქვეგანყოფილება);
  • წარწერა: „კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21

შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 4 მარტი, 2016 წ. (18:00 საათამდე).

აღნიშნული მომსახურების კონტრაქტისთვის გამარჯვებული კომპანია ვალდებულია გახსნას ანგარიში პროკრედიტ ბანკში

ტექნიკურ/ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:

ფაილაკ პეტროსიანი
მარკეტინგის ქვეგანყოფილება
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”,
სათაო ოფისი, ალ.ყაზბეგის 21
ტელ.: (+995 32) 2202222 (1553)
E-mail: p.petrosyan@procreditbank.ge

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:

რუბენ კაზაროვი
შესყიდვების ქვეგანყოფილება
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”,
სათაო ოფისი, ალ.ყაზბეგის 21
ტელ.: (+995 32) 2202222 (1571) 
E-mail: tenders@procreditbank.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ