ჩაბარების ვადა:

8 მარტი 2016, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T1166 - ტენდერი სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე

ტენდერის აღწერილობა:

თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა თბილისში აცხადებს ტენდერის ბაგების ტერიტორიაზე საბავშვო ბაღისა და სკოლის სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე.

მშენებლობის დამკვეთი ტენდერის პირველ საფეხურზე ეძებს დაინტერესებულ ფირმებს, რომლებიც მზად არიან ქვემოთ მითითებული სამუშაოები შეასრულონ და შესარჩევ კონკურსში მიიღონ მოანაწილეობა.

მშენებლობის მიზანი: თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლისა და მასთან არსებულ ბაღისთვის ახალი შენობის აშენება.
მშენებლობის დამკვეთი: თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის დაფუძნებისა და მხარდაჭერის კავშირი.
მიწის ნაკვეთი: 8.298 კვ.მ, წყნეთის გზატკეცილი, საკადასტრო კოდი: 01.14.06.007.067
შენობით მოსარგებლე: თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა
მშენებლობის დასაწყისი: 2016 წლის აპრილის დასაწყისი
შენობის დასრულების ვადა: სამუშაო უნდა ჩაბარდეს 4 თვეში.

სამუშაოს აღწერა: 

  • 800 კვ. მ. სამშენებლო ღობის აწყობა და მშენებლობის დასრულების შემდეგ მისი დემონტაჟი
  • 5.000 კუბ. მ მიწის ამოღება და ნაწილობრივ გატანა
  • რკინა-ბეტონის კარკასი მაქს. 4 სართულის (სვეტები, სახურავი), დაახლ. 4.000 კვ.მ ბრუტო ფართის აშენება გერმანული სამშენებლო სტანდარტების გათვალისწინებით.
  • ქარგილისათვის გამოყენებული უნდა იყოს პროფესიონალური მასალა და არა ხის ქარგილი (ფიცარი).
  • რკინა-ბეტონის კარკასის კედლების ზოგიერთი ნაწილის ზედაპირი უნდა იყოს იმგვარად დამუშავებული, როდესაც ინტერიერი და ექსტერიერი დამატებით დამუშავებას აღარ საჭიროებს
  • კედლების ამოშენება უნდა მოხდეს YTONG ფირმის (ან იგივე თვისებების მქონე) ქვებით, დაახლ. 1.300 კვ.მ

გადახდის ფორმა:

  • წინასწარი გადახდის გარეშე
  • ყოველი თვის ბოლოს, შესრულებული სამუშაოს ჩაბარების შემდეგ შესაძლებელი იქნება ანგარიშის (ინვოისის) წარდგენა. ამის შემდეგ 30 დღის განმავლობაში მოხდება თანხის გადახდა. ზემოთქმულიდან გამომდინარე პირველი გადახდა მოხდება ყველაზე ადრე 2 თვეში.

ტენდერის მონაწილეობისთვის აუცილებელი მოთხოვნები:

  • მინიმუმ 3 მსგავსი შენობა უნდა გქონდეთ აშენებული - მსგავსი სიდიდის და იმავე დროში, ან უფრო დიდი და უფრო მოკლე დროში
  • მინიმუმ 5 წელი სამუშაო გამოცდილება
  • მინიმუმ, დაახლ. 9 მლნ. ლარი წლიური ბრუნვა
  • ბეტონის კედლების, რომლის ინტერიერი და ექსტერიერი აღარ საჭიროებს დამუშავებას, ჩამოსხმის გამოცდილება
  • გერმანული/საერთაშორისო სამშენებლო პირობებით მუშაობის გამოცდილება
  • საერთაშორისო უსაფრთხოების ზომების დაცვა

ტენდერის ჩაბარების პირობები:

დაინტერესებულმა ფირმებმა, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, უნდა გამოგზავნონ სატენდერო წინადადება 2016 წლის 8 მარტამდე შემდეგ მისამართზე:

გიორგი ხუბულური (ადმინისტრაციის ხელმძღვანელი)
ელექტრონული ფოსტა: verwaltung@deutscheschule.ge

წარმოსადგენი დოკუმენტაციის სია:

  • ფირმის პრეზენტაცია
  • რეკომენდაციების სია მშენებლობის დამკვეთების საკონტაქტო ტელეფონის ნომრებითა და რეკომენდაციებით
  • ფირმის რეგისტრაციის შესახებ ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
  • ფირმაში დასაქმებულთა სია, ინფორმაცია მათი კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესახებ
  • ბოლო 3 ფისკალური წლის ბრუნვის სია
  • დასტური ფინანსთა სამინისტროდან, რომ ფირმას არ აქვს საგადასახადო დავალიანება

ყველა სატენდერო წინადადების მიღების შემდეგ შედგება მოკლე ჩამონათვალი იმ ფირმებისა, რომლებიც გადავლენ მეორე საფეხურზე. ამ ფირმებს გადაეგზავნებათ სრული სატენდერო დოკუმენტაცია (შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობა, გეგმები და ა.შ.), ამ დოკუმენტაციის საფუძველზე ერთი კვირის განმავლობაში მათ უნდა წარმოგვიდგინონ სამუშაოს ღირებულების შესახებ ინფორმაცია. 

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ