კორ სტანდარტ ბანკი

ტენდერი ტრენინგით მომსახურების მომწოდებლის შერჩევაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა: 01 მარტი, 2016

დრო: 17:00

ტენდერის აღწერილობა:

სს „კორ სტანდარტ ბანკი“ აცხადებს ტენდერს ტრენინგით მომსახურების მომწოდებლის შერჩევაზე.

ტენდერი ჩატარდება შვიდ ლოტად:

  • ლოტი 1 - ტრენინგი საგადასახადო საკითხებში
  • ლოტი 2 - ტრენინგი კორპორაციულ ფინანსებში
  • ლოტი 3 - ტრენინგი ექსელში
  • ლოტი 4 - ტრენინგი ეფექტურ მომსახურებაში
  • ლოტი 5 - ტრენინგი ეფექტურ გაყიდვებში
  • ლოტი 6 - ტრენინგი ბიზნეს კომუნიკაციებში
  • ლოტი 7 - ტრენინგი მენეჯერულ უნარებში

ლოტების მიხევდვით ინფორმაცია და მოთხოვნები იხილეთ თანდართულ ფაილში „სატენდერო მოთხოვნები“.

თითოეულ ლოტზე შეირჩევა საუკეთესო ფასის და პირობების მომწოდებელი ერთი კვალიფიციული კომპანია, თუმცა შესაძლებელია ყველა ლოტზე ერთი კომპანიის შერჩევაც, რომელთანაც გაფორმდება ერთ წლიანი მომსახურების ხელშეკრულება ტრენინგების ჩატარებაზე და რომელიც 2016 წლის განმავლობაში ეტაპობრივად, განახორციელებს ბანკის თანამშრომელთა დატრენინგებას ყველა ზემოთხსენებული მიმართულებით.

ტრენინგი ჩატარდება თბილისში (ბანკის ტრენინგ-ცენტრში) და რეგიონებში (რეგიონის ფილიალებში)

დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ქეთევან ყიფიანს ელ. მისამართი:
Qetevan.Kipiani@ksb.ge

სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას და ინფორმაციას:

  • ფასი (გადასახადების ჩათვლით), შევსებული თანდართული ფაილი „ფასთა ნუსხა“.
  • სამივლინებო ხარჯები. (მხოლოდ: ლოტი#4, ლოტი#5-ის შემთხვევაში).
  • ტრენინგის მოდული, მასალები და მეთოდოლოგია (ცალ-ცალკე ლოტების მიხედვით).
  • ტრენერის/ტრენერების რეზიუმე.
  • მოკლე აღწერილობა (დეტალების მითითებით) მსგავსი ტრენინგის ჩატარებაზე;
  • მინ. 3 სარეკომენდაციო წერილი (ორიგინალები);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების შესახებ;
  • საბანკო ამონაწერი (მინიმუმ ბოლო 3 თვის, შესაძლებელია მეხსიერების ბარათით მოწოდება);
  • შეთანხმება კონფიდენციალურობაზე (იხ. თანდართული ფაილი);

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო განაცხადი სს „კორ სტანდარტ ბანკს“ ეგზავნება დალუქული კონვერტით შემდეგ მისამართზე: თბილისი 0103, ქ.წამებულის 3

გთხოვთ კონვერტზე მიუთითეთ შემდეგი მონაცემები:

  • კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი, მისამართი, ელ-ფოსტა);
  • ტენდერის დასახელება - „ტენდერი ტრენინგების ჩატარებაზე" (ლოტ(ებ)ის მითითებით)
  • ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;

სატენდერო განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის, 1 მარტი (17:00 საათამდე). ტექნიკური საკითხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქეთევან ყიფიანს ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: Qetevan.Kipiani@ksb.ge ან ტელეფონზე 255 00 00 / 250 77 00 (შიდა: 1252), ხოლო ტენდერის პროცედურების, ვადების და მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის შესახებ დაუკავშირდით ანდრო ტატიშვილს ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: a.tatishvili@ksb.ge  ან ტელეფონზე 255 00 00 / 250 77 00.(2008)

მიმაგრებული დოკუმენტი:

მიმაგრებული დოკუმენტი

ტენდერს თან ახლავს მიმაგრებული დოკუმენტი