კორ სტანდარტ ბანკი

ტენდერი პოლიგრაფიული მომსახურების მოწოდებაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა: 04 მარტი, 2016

დრო: 17:00

ტენდერის აღწერილობა:

სს „კორ სტანდარტ ბანკი“ აცხადებს ტენდერს პოლიგრაფიული მომსახურების მოწოდებაზე.

მომსახურების სახე:
პოლიგრაფიული საქონლის ბეჭდვა (იხ. თანდართული ფაილი) მოხდება ყოველი კონკრეტული შეკვეთისას, თანდართულ ფაილში მითითებული ტირაჟის და მოწოდების ვადების გათვალისწინებით.

2016 წლის შეკვეთის მოსალოდნელი ჯამური მოცულობები ძირითად პოზიციებზე გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

მოწოდების პირობა:
დამზადება და მოწოდება უნდა მოხდეს დამკვეთის სათაო ოფისში, თბილისი, ქეთევან წამებულის გამზირი #3, თანდართულ ფაილში მითითებული ვადების გათვალისწინებით;

თანდართულ დოკუმენტებში იხილეთ:

  • სატენდერო განაცხადი;
  • პოლიგრაფიული პროდუქციის ჩამონათვალი (დეტალებით);
  • შეთანხმება კონფიდენციალურობაზე;

წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვის შედეგად სატენდერო კომისია შეარჩევს კომპანიას, რომელიც შემოგვთავაზებს საუკეთესო ფასს, ხარისხს და მოწოდების პირობებს. გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთწლიანი გენერალური ხელშეკრულება. 

სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას და ინფორმაციას:

  • ფასთა ნუსხა, როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული სახით CD-ზე ან მეხსიერების ბარათზე (ლარში დღგ-ს და ტრანსპორტირების ჩათვლით, თანდართულ დოკუმენტში მოცემული ჩამონათვალის და ტირაჟის მიხედვით);
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი (მინიმუმ ორი დედანი სარეკომენდაციო წერილი, ბოლო 6 თვის გაცემული);
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების შესახებ;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • საბანკო ამონაწერი, ბოლო 3 თვის (შესაძლებელია CD-ით ან მეხსიერების ბარათით)
  • შევსებული და ხელმოწერილი „შეთანხმება კონფიდენციალურობაზე;

იმისათვის რომ მოხდეს შემოთავაზების განხილვა, აუცილებელი პირობაა კომპანიას გააჩნდეს შესაბამის სფეროში მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

გთხოვთ სატენდერო განაცხადი მოგვაწოდოთ დალუქული კონვერტით;
მისამართი: თბილისი 0103, ქ.წამებულის 3

კონვერტზე მიუთითეთ შემდეგი მონაცემები:

  • კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი, მისამართი, ელ-ფოსტა.);
  • ტენდერის დასახელება: „ტენდერი პოლიგრაფიული მომსახურეობის მოწოდებაზე“;
  • ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;

სატენდერო განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის, 4 მარტი (17:00 საათამდე). დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ანდრო ტატიშვილს ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე a.tatishvili@ksb.ge ან ტელეფონზე 255 00 00 / 250 77 00(2008).

მიმაგრებული დოკუმენტი:

მიმაგრებული დოკუმენტი

ტენდერს თან ახლავს მიმაგრებული დოკუმენტი