კორ სტანდარტ ბანკი

ტენდერი სასაჩუქრე ნივთების მომწოდებლის შერჩევაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა: 04 მარტი, 2016

დრო: 17:00

ტენდერის აღწერილობა:

სს „კორ სტანდარტ ბანკი“ აცხადებს ტენდერს სასაჩუქრე ნივთების მომწოდებლის შერჩევაზე.

ტენდერი ტარდება ერთ ლოტად:

  • ლოტი 1 - ტენდერი სასაჩუქრე ნივთების მომწოდებლის შერჩევაზე

სასაჩუქრე ნივთების ვიზუალები, აღწერილობა და რაოდენობები იხილეთ თანდართულ ფაილად.

ტენდერის ფარგლებში შეირჩევა საუკეთესო ფასის და პირობების მომწოდებელი ერთი კვალიფიციული კომპანია, რომელთანაც გაფორმდება ერთჯერადი შესყიდვის ხელშეკრულება პროდუქციის მოწოდებაზე.

პროდუქციის მოწოდების ბოლო ვადაა 31 მარტი 2016 წელი.

ტენდერში მონაწილეობისთვის კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობას:

  • შესაბამის სფეროში გამოცდილება არანაკლებ 3 წელი.

სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას და ინფორმაციას:

  • ფასი(გადასახადების ჩათვლით)(შევსებული თანდართული ფაილი „ფასთა ნუსხა“.)
  • მოკლე აღწერილობა (დეტალების მითითებით) მსგავსი დაკვეთების შესრულებისა;
  • მინ. 3 სარეკომენდაციო წერილი (ორიგინალები)(ბოლო 6 თვის გაცემული);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების შესახებ;
  • საბანკო ამონაწერი (მინიმუმ ბოლო 3 თვის, შესაძლებელია მეხსიერების ბარათით ან CD-ით მოწოდება);
  • შეთანხმება კონფიდენციალურობაზე (იხ. თანდართული ფაილი);

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო განაცხადი სს „კორ სტანდარტ ბანკს“ ეგზავნება დალუქული კონვერტით შემდეგ მისამართზე: თბილისი 0103, ქ.წამებულის 3

გთხოვთ კონვერტზე მიუთითეთ შემდეგი მონაცემები:

  • კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი, მისამართი, ელ-ფოსტა.);
  • ტენდერის დასახელება: „ტენდერი სასაჩუქრე ნივთების მომწოდებლის შერჩევაზე“
  • ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;

სატენდერო განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის, 4 მარტი (17:00 საათამდე). ტექნიკური საკითხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნათია ჩომახაშვილს ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: Natia.Chomakhashvili@ksb.ge ან ტელეფონზე 255 00 00 / 250 77 00 (შიდა: 2081), ხოლო ტენდერის პროცედურების, ვადების და მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის შესახებ დაუკავშირდით ანდრო ტატიშვილს ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: a.tatishvili@ksb.ge ან ტელეფონზე 255 00 00 / 250 77 00.(2008)

მიმაგრებული დოკუმენტი:

მიმაგრებული დოკუმენტი

ტენდერს თან ახლავს მიმაგრებული დოკუმენტი