ჩაბარების ვადა:

14 მარტი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1177 - ტენდერი ფარდა-ჟალუზების დამზადება/მონტაჟზე

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს კომპანიის შესარჩევ კონკურსს ფარდა-ჟალუზების დამზადება/მონტაჟზე.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ:

  • კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 3 წელიწადია დაფუძნებული) ყველა დამფუძნებლის და მფლობელის ინფორმაციის მითითებით;
  • სატენდერო წინადადება თანდართული ფასების ცხრილის (დანართი #1 ის) მიხედვით;
  • მინიმუმ 3 (სამი) შესრულებული პროექტის ჩამონათვალი ფოტოალბომით,
  • კომპანიის 2014-2015 წლების ფინანსური ბრუნვა საბანკო ამონაწერის სახით წარმოდგენილი და პასუხისგებელი პირის მიერ დამოწმებული (თანხა არანაკლენ 50 000 ლარის ოდენობით),
  • შესრულებულ საქმეებზე დამკვეთი ორგანიზაციებისგან სარეკომენდაციო წერილები,
  • ანგარიშსწორების პირობები;
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არსებობის ან არარსებობის შესახებ;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;

ტენდერისთვის საჭირო დამატებითი ონფორმაცია:

  • წარმოდგენილ ფასებში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ხარჯი დაკავშირებული ყველა სახის გადასახდელებთან, ასევე შემსყიდველისადმი მიწოდებასთან და მის საკუთრებაში გადაცემასთან.
  • ერთეულის ღირებულება უნდა მოიცავდეს აზომვის, დამზადების, მონტაჟის და მთელი საქართველოს მასშტაბით ტრანსპორტირების ხარჯებს.
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთწლიანი ხელშეკრულება;
  • წლის განვალობაში შესასყიდი საქონლის საშუალო რაოდენობა:
    ვერტიკალური ფარდა-ჟალუზი - 1000 კვ.მ
    ჰორიზონტალური ფარდა-ჟალუზი - 500 კვ.მ
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია სს „ლიბერთი ბანკში“ გახსნას მიმდინარე ანგარიში;

განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2016 წლის 14 მარტი, 17:00 საათი.
ადგილმდებარეობა: სს „ლიბერთი ბანკი“, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, ქ.თბილისი, 0162.

გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ დალუქულ კონვერტში და მიუთითოთ: თქვენი კომპანიის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (ტენდერი ფარდა-ჟალუზების დამზადება/დამონტაჟებაზე).

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ:

თორნიკე ტოგონიძე
ტელ: 595 51 24 29
ელ-ფოსტა: tornike.togonidze@libertybank.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ