ჩაბარების ვადა:

10 მარტი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1180 - ტენდერი პრინტერების შეკეთებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოება ”ლიბერთი ბანკი” აცხადებს ტენდერს ლაზერული საბეჭდი ტექნიკის (პრინტერების) შეკეთებაზე.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ:

  • კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 3 წელიწადია დაფუძნებული) ყველა დამფუძნებლის და მფლობელის ინფორმაციის მითითებით;
  • სატენდერო წინადადება თანდართული ფასების ცხრილის მიხედვით;
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • საგარანტიო ვადები და პირობები (შეკეთებულ დეტალზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს 3 თვე);
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;

განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2016 წლის 10 მარტი, 17:00 საათი. 
ადგილმდებარეობა: სს „ლიბერთი ბანკი“, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, ქ.თბილისი, 0162.

გთხოვთ შემოთავაზებები მოგვაწოდოთ დალუქულ კონვერტში და მიუთითოთ: თქვენი კომპანიის დასახელება; საკონტაქტო ინფორმაცია; ”სს „ლიბერთი ბანკი“-ს სატენდერო კომიტეტს (ტენდერი პრინტერების შეკეთებაზე)”.

  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთწლიანი ხელშეკრულება;

აუცილებელი მოთხოვნები:

  • ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს დანართად მიმაგრებული ფაილი მითითებული პრინტერების მოდელების და რაოდენობების მიხედვით (იხილეთ წლის მოსალოდნელი რაოდენობები) ფასი უნდა მოიცავდეს ყველანაირ გადასახადს და დამოწმებული უნდა იყოს კომპანიის ბეჭდით;
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანია, ვალდებულია სს „ლიბერთი ბანკში“ გახსნას მიმდინარე ანგარიში;

დამატებითი შეკითხვებისთვის მიმართეთ:

ოთარ ორბელაშვილს: 595 11 30 71
Otar.orbelashvili@libertybank.ge

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ