ჩაბარების ვადა:

15 მარტი 2016, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T1184 - ტენდერი ზაფხულის სპეც. ტანსაცმლის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს ავტო გაზგასამართი სადგურის თანამშრომლებისთვის სამსახურეობრივი ზაფხულის სპეც. ტანსაცმლის (მაისური, შარვალი) შესყიდვაზე.

შესყიდვის ობიექტის დახასიათება:

  • მაისური: ღია ნაცრისფერი პოლოს ტიპის მოკლე მკლავიანი ბრენდირებული მაისური 3 ღილზე. ქსოვილის შემადგენლობა 100% ბამბა. გულზე მარცხენა მხარეს 1 ცალი ჯიბით, გულზე მარჯვენა მხარეს (10 სმ) და ზურგზე (25,5 სმ) დამკვეთის ლოგოტიპით.
  • შარვალი: მუქი ლურჯი ჯინსის საზაფხულო ქსოვილის, ბრენდირებული. წელზე ქამრის 5 ცალი გასაყრელით, უკან სათავეში ჩადგმული რეზინით, ელვა შესაკრავითა და ღილით. 6 ჯიბით: წინა ზემოდან დაკერებული ორი ჯიბე, გვერდითა ქვედა 2 ჯიბე "ფხრიწი" შესაკრავით, უკანა ორი ჯიბე. მუხლს ქვემოთ შუქამრეკლით. გვერდითა მარჯვენა ჯიბეზე ნაქარგი ლოგოტიპით.
  • ნაკერისთვის გამოყენებული უნდა იყოს ქსოვილის ფერი გამძლე ძაფი.
  • თითოეულ ერთეულზე დატანილი უნდა იყოს ზომის მაჩვენებელი იარლიყი და მოხმარების წესები.

მიახლოეითი რაოდენობები და ზომები გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იყოს:

  • პროდუქციის ნიმუში (ბრენდირების გარეშე);
  • შევსებული, სააპლიკაციო ფორმა (იხ. თანდართული ფაილი);

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის სრული რეკვიზიტები (იურიდიული, საბანკო).

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 15 მარტს 16:00 სთ-მდე მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14;
  • გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი 30%; ხარისხი 30%; გამოცდილება 20% გადახდის პირობები 10%; მიწოდების ვადა 10%;

შედეგები ცნობილი იქნება 2016 წლის 26 თებერვალს.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომრებზე: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე; 599 67 14 14. საკონტაქტო პირი: ესმა ჩაჩანიძე

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ